in

“Ciné-Corto Festival” – მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი

festCiné-Corto Festival არის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ორდღიანი ფესტივალი, რომელიც საქართველოში გაიმართება პირველად თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა და საერთაშორისო ორგანიზაცია აისეკის ორგანიზებით და ფრანგული ინსტიტუტის, საფრანგეთის საელჩოსა და ესპანეთის ელჩის მხარდაჭერით.

ფესტივალის ფარგლებში საშუალება გექნებათ 2 დღის განმავლობაში უყუროთ EICAR-ის (International Film and Television School of PARIS), 2425 Films და სხვა ფრანგული კომპანიების მიერ გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმებს. გარდა ამისა, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად მოვაწყობთ ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებასაც.

ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში ესპანური და ფრანგული კულტურების პოპულარიზაციას, ასევე დამწყები ქართველი რეჟისორების ხელშეწყობას.

ღონისძიება ტარდება 4-5 ივნისს კახა ბენდუქიძის დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსის კულტურის ცენტრში. ფესტივალის გახსნას დაესწრებიან საფრანგეთისა და ესპანეთის ელჩები.

პარტნიორები ამ ეტაპისთვის არიან: Caucasus Business Week, EICAR, Tenuta Roletto, Windfor’s, Red Bull, Marani Sanavardo, მიტარბი, Carmen, Marketer, Media iHUB, Jako FM, JCI Georgia, Institut Français, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოს კულინარიის აკადემია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდებს:

ია დარახველიძემ Leavingstone-დან HOLMES&WATSON-ში გადაინაცვლა

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება