19
Jun
2019

ციფრული ტრანსფორმაცია და მისი გამოწვევები

19 Jun 2019

დღეს ნებისმიერი რელევანტური საქმიანობის სფერო არის ნაწილობრივ, ან სრულად დამოკიდებული ციფრულ ტექნოლოგიებზე. სინათლის სისწრაფით ხდება სხვადასხვა კომპანიებისა და სერვისების დიჯიტალიზაცია.

ტექნოლოგიების დახვეწა და პროცესების ავტომატიზაცია აძლევს სხვადასხვა ბიზნესსა თუ სახელმწიფო სექტორებს სწრაფი განვითარებისა და წინსვლის შანსს. მუშაობის  ნებისმიერ ეტაპზე სისწრაფე, მოქნილობა  და სწრაფი რეაგირება შესაძლოა კომპანიისთვის გარდამტეხ ფაქტორად იქცეს.

ტექნოლოგიური წინსვლიდან გამომდინარე, საჭირო ხდება დიდ, საშუალო თუ პატარა ორგანიზაციებში, ციფრულ ტექნოლოგიაზე ოპტიმიზირებული ორგანიზაციული სტრატეგიისა და  სტრუქტურის დანერგვა.

ორგანიზაციული სტრუქტურის ცვლილებამ კი გააჩინა საკმაოდ დიდი ნიშა დასაქმების ბაზარზე. ყველაზე დიდ პრობლემებს ვაწყდებით ამ სფეროში პროფესიონალი კადრების სიმცირის გამო. ეს გამომდინაროების იქიდან, რომ მიმართულებები რომელიც ციფრულ სფეროში პოზიციონირებისთვის აუცილებელია, საქართველოში თითქმის არ ისწავლება.

ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის დეფინიციისა და მისი გამოწვევების შესახებ ციფრული ინდუსტრიის აკადემიის დამფუძნებელმა და Noxtton-ის ციფრული მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვალერი ზირაქაშვილმა ისაუბრა:

თქვენი აზრით, რა როლს ასრულებს  დღეს ციფრული ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებაში და რა პროცესებს გულისხმობს ციფრული ტრანსფორმაცია?

 ციფრული ტექნოლოგიების განვითარება დიდ გავლენას ახდენს ბიზნესსა და ბაზარზე.  დღეს აუცილებელია ბიზნესს ხილვადობა ქონდეს სოციალური მედიის ტრიბუნებზე, ამის ბერკეტი კი ციფრული მარკეტინგია. ციფრული მარკეტინგის დახმარებით შესაძლებლობა გაქვს რესურსი გლობალური აუდიტორიის წინაშე გაიტანო, ინფორმაციის სწრაფი გაცვლის პროცესის ავტომატიზაცია მოახდინო და კომუნიკაციის მარტივად დამყარება შეძლო. აქედან გამომდინარე, ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი გულისხმობს ადაპტაციას ახალ ციფრულ სისტემებთან, სადაც ბიზნესის პოპულარიზაცია მისი ავტორიტეტისთვის სასიცოცხლოა.

რა არის ყველაზე დიდი პრობლემა ციფრულ ბაზარზე?

 2002 წლიდან ციფრული კომუნიკაციის სფეროში ვმუშაობ და ვთვლი რომ ტექნოლოგიური განვითარებისგან გამოწვეული ცვლილებების ინტეგრაცია ციფრულ სფეროში ყველაზე საინტერესო და ამავდროულად კომპლექსური პროცესია. ამ პერიოდის განმავლობაში შეხება მქონდა როგორც საშუალო, ასევე დიდ კომპანიებთან. ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ გამოიწვია ბაზრის მოთხოვნებისა და ტენდენციების შეცვლა.

შესაბამისად ორგანიზაციებისთვის რთული გახდა ადამიანური რესურსის მოძიება, რაც დღეს მთავარ პრობლემას წარმოადგენს .

 რა არის ამ პრობლემის თქვენეული გადაჭრის გზა?

 ციფრულ სფეროში აუცილებელია მუდმივად ფეხი აუწყო ახალ ციფრულ სისტემებს და მისი პერპექტივა პროდუქტიულად დანერგო სამუშაო პროცესში. ლოკალური კადრის დეფიციტის გამო გაგვიჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა ციფრულ ეკოსისტემაზე მორგებული ახალი სასწავლო პლატფორმა, რომელიც კვალიფიციურ კადრებს მოამზადებდა და უკვე ციფრულ სფეროში მომუშავე ადამიანებს გადაამზადებდა. გარემო, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა რეალური ქეისების განხილვაზე, რადგან დაინტერესებულ პირს ქონოდა ციფრულ გარემოსთან ადაპტაციის უნარი და მიგვეცა მისთვის რეგიონალურ და გლობალურ ბაზარზე პოზიციონირების შესაძლებლობა.

როგორ ხედავთ ციფრული ინდუსტრიის აკადემიის როლს ციფრული კომუნიკაციის სფეროს განვითარების პროცესში?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის სასწავლო სტრუქტურა შეიქმნა ტრენინგებისა და მასტერკლასების გაერთიანებით. ჩვენ საქართველოში პირველად დავნერგეთ სწავლების პრაქტიკა, რომელიც მიმართულებას საბაზისო და პროფესიონალურ კურსებად ყოფს. ეს სტუდენტს საშუალებას აძლევს პროფესიის საწყისი ეტაპიდან ათვისებაში და ამ სფეროში მომუშავე ადამიანს კვალიფიკაციის ამაღლებაში.

ჩვენი მიზანია დაინტერესებული პირებისთვის საჭირო ცოდნის გაზიარება და ასევე ჩართულები ვართ შემდეგ მათი დასაქმების პროცესშიც, შეთავაზებები გვაქვს პარტნიორი კომპანიებისგან.

 

[პარტნიორის კონტენტი]

განხილვა