in

ინტენსიური სასწავლო კურსი – “ციფრული მარკეტინგი/ონლაინ კომუნიკაცია ჰორეკა სექტორში”

სოციალური, სტრატეგიული და ციფრული კომუნიკაციის კომუნა “კოპეშია’’ 15 აპრილს ინტენსიურ სასწავლო კურსს ციფრული მარკეტინგი/ონლაინ კომუნიკაცია ჰორეკა სექტორშიიწყებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, კურსი განკუთვნილია ჰორეკა ბიზნესის მფლობელების, მენეჯერების,საკვების და ღვინის მწარმოებლებისთვის, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისა და კომუნიკაციის სპეციალისტებისთვის, ვისაც სურს პროფილური ცოდნა მიიღოს ჰორეკა სექტორის კომუნიკაციის მართვაზეაღნიშნულ კურსთან დაკავშირებით Marketer.ge “კოპეშიას” დამფუძნებელსა და კურსის ტრენერს, ანუნა ბუკიას გაესაუბრა:

BOG
BOG

M: საიდან გაჩნდა კურსის შექმნის იდეა?

კურსის დაარსების იდეა გაჩნდა საჭიროებიდან გამომდინარე: ჩვენ ბევრ საავტორო კომპანიასთან და შეფთან ვმუშაობთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობენ სხვა კომპანიები, რომლებსაც იგივე ტიპის საქმის კარგად განხორციელება არ სჭირდებათ. ჩემი კომპანიის ერთ-ერთი პროფილური მიმართულებაა ჰორეკა სექტორში კომუნიკაცია.  პირველი პროექტი ,,ბროტმაისტერი’’,  2016 წელს პარტნიორ რესტორატორებთან ერთად დავიწყეთ. შევქმენით ბატონი ბროტმაისტერის, სოციალურად აქტიური შუახნის კაცის ციფრული პერსონაჟი, რომლის მეშვეობით ეს სივრცე გასტრონომიულთან ერთად სოციალურ-საზოგადოებრივ სივრცედ ვაქციეთ. 2016 წლიდან დღემდე 30 მდე ბრენდთან ვიმუშავეთ და შევქმენით ან გავაძლიერეთ მათი ონლაინ რეპუტაცია და გავზარდეთ ცნობადობა. და რადგან მაღალია ინტერესი ჩვენი კომპანიის საქმიანობის ამ მიმართულებაზე, ვფიქრობ, ეს საქმე კარგად გამოგვდის. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, წარმატებული პროექტები, პროფილური კომპეტენცია, შეგვიძლია მონაცემების სწორად ანალიზი, კარგად ვფლობთ კომუნიკაციის ინსტრუმენტებს და რაც მთავარია, შეგვიძლია, ეს ყველაფერი სხვა ადამიანებსაც გავუზიაროთ. იმისთვის, რომ მათ მართონ თავიანთი საქმე უფრო საინტერესოდ, უფრო შინაარსიანად და უფრო ფართო მასშტაბით და სამოქალაქო პასუხისმგებლობით. თან, ვფიქრობ, რომ ქვეყანა უნდა დაეწიოს მსოფლიოს ციფრული ტექნოლოგიის და კომუნიკაციის განვითარების პროცესს, რაც ზედმეტად ნელია ამჟამად იმასთან შედარებით, რა მოთხოვნაცაა. ვფიქრობ, რომ ვინც “ჰოსფითალითი” სექტორში,  კვების სფეროსა და  ღვინის ინდუსტრიაში მუშაობს, განსაკუთრებით, ეხება ეს არტიზანული პროდუქტის მწარმოებლებს, შეძლებს, აღმოაჩინოს საკუთარი საქმის ახალი, ფართო შესაძლებლობები და მომხმარებელთან ურთიერთობის ახლებური ფორმები.

M: რას მოიცავს აღნიშნული კურსი?

პირველ რიგში, ეს კურსი არის საავტორო და ძალიან ჰგავს ჩვენი, როგორც კომპანიის, მუშაობის მოდელს. იგი მოიცავს ნულიდან ბოლომდე ყველა იმ ეტაპის გავლას, რაც არის საჭირო კომუნიკაციის დროს – ბრენდი, არქიტექტურა, სივრცე, ისტორია, ადგილის მეხსიერება, პროდუქტის მეხსიერება, მომხმარებლის გამოცდილება და სურვილი.. იგი თავიდან ბოლომდე სრულად პრაქტიკული კურსია, რაც ითვალისწინებს ყველა მოქმედების ადგილზე შესრულებას. მიზანმიმართულადააა ინტენსიურიც, რომ სეზონის დაწყებამდე მოახდინონ ძალების განახლება სექტორში მომუშავე პირებმა.  მთელი კვირის განმავლობაში იქნება ლექციები, შაბათ-კვირას კი – კიდევ უფრო ხანგრძლივი გასვლითი ლექციები ჩატარდება პარტნიორ ობიექტებზე. ჩვენი მიზანია, ადამიანებმა ადგილზე ნახონ გამოწვევები და შემდეგ, სალექციო სივრცეში დაბრუნებისას, ამ გამოწვევების აღმოფხვრაზე ვიმუშაოთ, რაც შემდგომში მათ ძალიან გამოადგებათ თავიანთ საქმიანობაში. აქ იგულისხმება გადაღებაც, მონტაჟიც და ყველა ის უნარჩვევა, რაც მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ თავიანთ კომპანიაში ციფრული მარკეტინგის, ციფრული კომუნიკაციის ეფექტურად მართვის საკითხი დაარეგულირონ. შეძლონ გუნდის ჩამოყალიბება, მართვა, ან თავად იყვნენ ის პირები ვისაც მოუწევს საკომუნიკაციო არხების გამართვა.

M: რა სეგმენტზეა ეს კურსი გათვლილი?

პირველი, ვფიქრობ, რომ არიან ჰორეკა ბიზნესის მფლობელები და მენეჯერები, რომლებმაც მიმართულება უნდა მისცენ იმ ადამიანებს, ვისაც აიყვანენ ამ საქმის შესასრულებლად. არის მათთვის, ვისაც სურს განვითარდეს და დაწინაურდეს შესაბამის დეპარტამენტში, ვისაც სჭირდება ინფორმაციის განახლება ან სწავლა, ვინც ქმნის მცირე საწარმოს, ან უკვე არის მეწარმე, ვინც სოფლის მეურნეობის პროდუქტის შემქმნელია და უნდა, რომ მასზე სწორად საუბრობდნენ მომხმარებლები. ფერმერებისთვის, რომელსაც ონლაინ გაყიდვები სჭირდებათ, მეღვინეებისა და სხვა საავტორო ალოკოჰოლური პროდქუტის მწარმოებლებისთვის. და იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც სურს კვალიფიკაციის მიმართულების შეცვლა/განახლება. აქ იგულისხმება საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის სპეციალისტები.

M: როგორ ფიქრობთ, რა უპირატესობა გააჩნია ამ კურსს სხვა მსგავს კურსებთან შედარებით?

უპირატესობა მოიცავს შემდეგ ფაქტორებს: ის პროფილური გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს ჰორეკა სექტორში, კომუნიკაციის მეთოდები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, რომელიც ძალიან ახლოს არის ადამიანის ქცევასთან და მეტწილად ეფუძნება რეალურ საფუძველს და არ არის მკაფიოდ სარეკლამო. ასევე, საზოგადოებრივსოციალური ასპექტები, რომლითაც გაჯერებულია ჩვენი საქმიანობა. ყველაზე მთავარიყოველდღიური კომუნიკაციაა, რაც ყველაზე დიდი გამოწვევაა და ეს ზუსტად ის არის, რაც ჩვენ კარგად გამოგვდის და რისი გაზიარებაც სხვებისთვის გვინდა. ასევე, მიდგომა/მეთოდოლოგიაეს კომპანია არის სიმბიოზი სტრატეგიული და სოციალური კომუნიკაციის, ამიტომაც მისი მიდგომები ამ საქმისადმი პრინციპულად განსხვავდება და მეთოდოლოგიურად უფრო ხშირად იყენებს ადამიანის ქცევას, ადამიანის განწყობას, სურვილს და სოციალური აქტის გაღვივების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაჩენის მომენტს. ჩვენ ვახორციელებთ სხვა საზოგადოებრივ პროექტებს და თითქმის ყოველთვის ვახდენთ მათ დაკავშირებას. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, ვფიქრობთ რომ ჩვენი კურსი საკმაოდ განსხვავებული და ორიგინალურია.

M: როგორ ფიქრობთ, რატომ არის საჭირო ეს კურსი?

ის, რაც ჰორეკა სექტორის გამოწვევაა, არ აქვს არასამთავრობო სექტორს, არასამთავრობო სექტორის გამოწვევა არ აქვს მუზეუმს ან ამ ტიპის სამოქალაქო აქტივისტურ ორგანიზაციებს და . შეიძლება კომუნიკაცია ყველას სჭირდება, მაგრამ მისი წარმოების მეთოდი, არსი განსხვავდება. ჰორეკა სექტორში მეტად გჭირდება ვიზუალური კონტენტი, რომელსაც თავად აწარმოებ, ამ ტიპის კომუნიკაცია, შესაძლოა, არ იყოს საჭირო არასამთავრობო სექტორში, პირობითად. პრინციპულად განსხვავდება მასშტაბები, ზომა, მოთხოვნა, ეს არის ის, რასაც ყოველდღიურად აწარმოებ და ყოველდღიურად ელოდები მომხმარებელს და გაყიდვებს. ორგანიზაციის შემთხვევაში შენ არ ყიდი ფიზიკურ ნივთს, შენ ყიდი ინფორმაციას და ამას რეალურად გაყიდვა კი არა, მიწოდება ჰქვია. მიზანი ამ კურსისა არის ისიც, რომ ყველამ დაინახოს პროფილური განათლების მნიშვნელობა, ყველა სპეციალისტს, ვინც მუშაობს კომუნიკაციების სფეროში, ამ ტიპის განათლების მიღება აუცილებლად სჭირდება და მფლობელებს რომ კარგად იგრძნონ ამ ეპოქის რეალურობა.

M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ბევრი რამაა დამოკიდებული ამ პირველ კურსზერამდენად სწორად დაინახავენ ადამიანები მის საჭიროებას. კოპეშიას შემდეგი კურსი იქნება არასამთავრობო სექტორის და სამოქალაქო ორგანიზაციების  წარმომადგენელთათვის. ამით ვიწყებთ და სოციალური საგამოფენო სივრცის გახსნის შემდეგ ეტაპობრივად შევთავაზებთ საზოგადოებას სხვადასხვა კურსს, იმის მიხედვით, რა გამოცდილება აქვს კომპანიას პროფილურად.

https://www.instagram.com/p/Bu_Gr3gBJ_f/

შეგახსენებთ, რომ კურსზე რეგისტრაციის ვადა 10 აპრილამდე გრძელდება.

Protected: იუ ჯი თი-ს მიერ რეკომენდებული 5 პროდუქტი, რომელიც დისტანციური მუშაობის პირობებში, თქვენს უსაფრთხოებას დაიცავს

Leavingstone-მა “თეგეტა მოტორსის” მობილური აპლიკაცია შექმნა