in

რატომ ეწინააღმდეგებიან ადგილობრივები „ციფრული მომთაბარეების“ სწრაფ შემოდინებას?

დღესდღეობით სულ უფრო მეტი ქვეყანა გვთავაზობს ეგრეთ წოდებული ციფრული მომთაბარეებისთვის განკუთვნილ ვიზებს. ეს ვიზები დისტანციურ მუშაკებს საშუალებას აძლევს, უფრო დიდხანს და შესაბამისი ხელის შეწყობით დარჩნენ ამა თუ იმ ქვეყანაში. მაგალითად, ოფიციალური პირები ბალიში, ინდონეზიაში, ცდილობენ დისტანციური მუშაკებისთვის სავიზო პროცესის ფორმალიზებას — „რაც მალე, მით უკეთესი“, ასეთია კუნძულის ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელის აზრი.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუმცა, ადგილობრივმა ოპოზიციამ, ბარსელონიდან მეხიკომდე, ცხადყო, რომ დისტანციური მუშაკების შემოდინებას თავისი ხარჯები და სარგებელი აქვს. სანამ ტურიზმი არსებობს, ადგილობრივები უჩივიან უცხო პირების დროებით მოსვლას, თუმცა ეს მოგზაურობები, როგორც წესი, ნამდვილად მისასალმებელია ეკონომიკისთვის.

შეერთებულ შტატებში, ნიუ ჯერსის სანაპიროების მაცხოვრებლები დიდი ხანია იყენებენ ტერმინს „ბეწვის ქურთუკები“ მოკლევადიანი ზაფხულის ტურისტების ყოველწლიური სიმრავლის შეურაცხყოფისთვის. ბალის ციფრული მომთაბარეების შესწავლისას ადგილობრივები ციფრულ მომთაბარეებს და სხვა ტურისტებს უწოდებდნენ მოიხსენიებენ, როგორც “bules” — ეს უხეშად ითარგმნება „უცხოელებად“.

როგორც წესი, ეს ტერმინები გამოიყენება ხალხმრავლობისა და გაზრდილი ტრაფიკის შესახებ მცირე გაღიზიანების გამოსახატავად. მაგრამ ჩვეულებრივი ტურისტები მოდიან და მიდიან — მათი ყოფნა ჩვეულებრივ რამდენიმე ღამიდან რამდენიმე კვირამდე მერყეობს. ხოლო დისტანციური მუშაკები რჩებიან სადმე კვირებიდან თვეებამდე ან მეტხანს. ისინი მეტ დროს ატარებენ ადგილობრივებისთვის ტრადიციულად რეზერვირებული ადგილებისა და რესურსების გამოყენებაში. ეს კი სხვების გაღიზიანების შანსებს ზრდის.

ასევე, ვიზიტორთა გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება მდგრადი განვითარებისადმი მეტი შეშფოთება გამოიწვიოს, რადგან ტურისტული ტალღები გარემოსა და ინფრასტრუქტურის მრავალ მიმართულებას აზიანებს. მაგალითად, ბალის ბევრი ულამაზესი ბრინჯის ველი და მათ გარშემო არსებული უღრანი ტყეები სასტუმროებად და ვილებად გარდაიქმნება. მთლიანობაში, პრივილეგირებული ტურისტები საბოლოოდ ცვლიან ტერიტორიის ეკონომიკასა და დემოგრაფიას.

გარდა ამისა, ციფრული მომთაბარეების მსყიდველობითი უნარი ზრდის ხარჯებს და აჭარბებს მოსახლეობისას, ხოლო ტრადიციული ბიზნესები ადგილს უთმობს მათ, ვინც უცხოეთიდან შემოსული ადამიანების გემოვნებას ითვალისწინებს — სადაც ოდესღაც სასურსათო მაღაზია იყო, ახლა მაღალი კლასის კაფეა. ამ დინამიკას მხოლოდ გრძელვადიანი ტურისტები ამძაფრებენ. თანაც, სერვისები, როგორიცაა VRBO და Airbnb, ციფრულ მომთაბარეებს უადვილებს ბინების დაქირავებას კვირების ან თვეების განმავლობაში…

ამ ყველაფრის გათვალისწინებით,მეხიკოში მაცხოვრებლები შიშობენ, რომ ისინი დისტანციური მუშაკებით ჩანაცვლდებიან, რადგან მათ უფრო მაღალი ქირის გადახდა შეუძლიათ. ხოლო ნიუ ორლეანში, ტრემის ისტორიულ უბანში უძრავი ქონების თითქმის ნახევარი მოკლევადიანი იჯარით არის გაცემული.

კულტურა ხდება სასაქონლო

ნეოკოლონიალიზმი ტურიზმში მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ქმნის პროცესები, როგორიცაა ზედმეტი ტურიზმი და გენტრიფიკაცია, ძალაუფლების დისბალანსს — ანუ, ხელი ეწყობათ ახალბედებს და ინგრევა ადგილობრივი ცხოვრების წესი.

„არსებობს განსხვავება ადამიანებს შორის, რომლებსაც სურთ იცოდნენ იმ ადგილის შესახებ, სადაც იმყოფებიან და მათ, ვისაც უბრალოდ მოსწონს, რადგან იაფია“, — აღნიშნავს მეხიკოში მცხოვრები ერთ-ერთი ციფრული მომთაბარე.

ხოლო ბალი, სადაც შეფასებულია, რომ კუნძულის ეკონომიკის 80% დამოკიდებულია ტურიზმზე, საუკეთესო მაგალითია. ხალხი ბალიში ჩადის სულიერ რიტუალებში, ხელოვნებაში, ბუნებასა და ცეკვაში ჩაძირვის მიზნით. ასევე, არიან იოგას მოყვარულები, კურორტის დამთვალიერებლები და ციფრული მომთაბარეები, რომლებიც კუნძულს იპყრობენ.

ამასთანავე, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბალინური საცეკვაო სპექტაკლები ძალიან მიმზიდველია ტურისტებისთვის, მაგრამ მათ კულტურული და სულიერი მნიშვნელობა აქვს. ტურიზმის გავლენა კი ამ კუთხითაც ძალიან დიდია. თანაც, ნეოკოლონიალიზმს ერთი და იმავე ქვეყნის ან კულტურის ხალხის დაპირისპირება შეუძლია — არსებობს კონფლიქტები ადგილობრივ ბალინურ ტაქსის კოოპერატივებსა და ტაქსის კომპანიებს შორის, რომლებიც მძღოლებს ინდონეზიის სხვა ნაწილებიდან ქირაობენ.

მართალია, დისტანციური მუშაკები კვლავ შეადგენენ მთლიანი ტურისტული მოსახლეობის მცირე ნაწილს, მათი სამუშაოსთან დაკავშირებული საჭიროებები და ხანგრძლივად ყოფნა ნიშნავს, რომ ისინი უფრო მეტად ისარგებლებენ მომსახურებითა და ადგილებით, სადაც ხშირად სტუმრობენ ადგილობრივები.

დროთა განმავლობაში როგორი დამოკიდებულება ჩამოყალიბდება ციფრული მომთაბარეების მიმართ, დამოკიდებულია როგორც ადგილობრივ პოლიტიკაზე, ისე თავად დისტანციური მუშაკების ქცევაზე.



2023 წლის Dakar-ის რალის Audi უფრო მსუბუქი ელექტრომობილით შეუერთდება

ისთ ფოინთი მე-7 დაბადების დღეს დიდი ცვლილებებით აღნიშნავს!