in ,

„სრულყოფილება მოსაწყენია!“ – გუგა აბრამიშვილის ილუსტრაციები

გუგა აბრამიშვილი გრაფიკული დიზაინერია, რომელსაც ციფრული სააგენტო Circle-ის ვებგვერდისთვის
ვიზუალური მასალა უნდა შეექმნა, სადაც კომბინირებული იქნებოდა: ტექნოლოგიები, ბუნება და ადამიანი.

ხელოვნური ინტელექტი
ფორმები განსაზღვრავს მთელ არსს. არ არსებობს იმაზე სრულყოფილი შთაგონება, ვიდრე საქმიანობაში ბუნების გავლენა შეიძლება იყოს. ეს ვიზუალი წარმოადგენს ბალანსს აზროვნებასა და ბუნებას შორის.

დიზაინი
აზრები გჩხვლეტს მაშინ, როცა მხედველობით, სილამაზეს ისრუტავ, შემდეგ კი, მას ტვინს აღსაქმელად გადასცემ. ეს ვიზუალი სიზუსტით ასახავს გარშემო ყველაფერს და სრულ კონტროლს იღებს მის აღსრულებაზე. 

404 Page Not Found
სრულყოფილება მოსაწყენია. თვითმყოფადობას ბადებს სწორედ ის ნაკლოვანებები, რომელიც ჩვენშია. დაკარგული ნეკნი არის ადამიანური ბუნების წარმოჩენა… და ის ხაზს უსვამს ამას, როგორც არა ნაკლს, არამედ მოვლენების სხვა პერსპექტივით აღქმის შესაძლებლობას.

განვითარება
ჩვენი გონება ვერასდროს იპოვნის საბოლოო დანიშულების ადგილს. ეს ინსპირაციაა, მუდმივი განვითარებისთვის.კონტაქტი
მოსმენა კომუნიკაციის ყველაზე რთული ნაწილია. ჩვენი ბუნებრივი ინსტინქტი საუბარია. ჩვენ შესახებ
ინფორმაციის ნაკლებობაში, ჩვენი ტვინი ცარიელ ნაწილებს პიქსელებად ყოფს ან მათ საკუთარი, წარმოსახვითი ელემენტებით ავსებს. ეს ილუსტრაცია ამ პროცესს ასახავს. უსაფრთხოება
სწორედ ძლიერად ყოფნის იდეა არის ის, რაც გვაფიქრებინებს, რომ უსაფრთხოდ ვართ… და არა კედლები, ჩვენ გარშემო, ან თუნდაც, დიდი კუნთები. თუმცა, მთავარი მიზანი ხომ ეგ არის – უსაფრთხოების შეგრძნება?
დაბადება
დაბადება ყველაზე იდუმალი და ჯადოსნური ბუნებრივი პროცესია მაშინაც კი, როცა სიცოცხლის გადასარჩენად, ბრძოლაა საჭირო, ნებისმიერ ფასად. 

ბლოკჩეინი
ეს ძლიერი კავშირი კაცობრიობამ შექმნა და სულ ცოტაღა დარჩა იქამდე, რომ არსებობა დამოუკიდებლადაც შეძლოს. არასდროს წყვეტს დინებას, ჩვენს სხეულში მოძრავი სისხლის უჯრედების მსგავსად.

რატომ უნდა დაუთმოთ მეტი დრო ჰობის, ვიდრე სამუშაოს

5 ნიშანი – თქვენი თანამშრომლები მხოლოდ ხელფასისთვის მუშაობენ?