in

კანადური ცირკი “Cirque Du Soleil” ონლაინ კონკურსს აცხადებს

კანადური ცირკი “Cirque Du Soleil”, ონლაინ კონკურსს აცხადებს. როგორც თავად ამბობენ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვირტუალურ არენაზე, მსახიობის რანგში მოსინჯოს ძალები.

BOG
BOG

„მსახიობებს, რომლებიც ყველაზე მეტ მაყურებელი ეყოლებათ, მთავარი პრიზები გადაეცემათ. მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია და წარმოდგენის სანახავად, რაც შეიძლება მეტი მეგობრის მოწვევა. თითოეული მაყურებლის სანაცვლოდ გროვდება ქულები, რომელთა გადაცვლაც შესაძლებელია Cirque Du Soleil-ის ყველაზე კაშკაშა ნომრების ვიდეორგოლების ჩვენებაზე. მთავარი ვირტუოზი, ვინც თავის ვირტუალურ დარბაზში ყველაზე მეტ მაყურებელს შეაგროვებს, მოიგებს მოგზაურობას ლას ვეგასში Cirque Du Soleil-ის წარმოდგენაზე დასასწრებად. დანარჩენი მონაწილეები კი ერთმანეთს Panasonic-ის საფირმო პროდუქციის მოსაგებად შეეჯიბრებიან“, – ამბობენ Cirque Du Soleil-ის წარმომადგენლები.

[R]

ევროპის პარლამენტმა ერთჯერადი პლასტმასის საგნები აკრძალა

რას ვერ ამჩნევთ მკერდზე?