in

დავით ბირმანის ქართული გამოცდილება CIS BANKERS-ის ფორუმზე

უკრაინის საბანკო ფორუმში CIS BANKERS, ციფრული ბანკინგის ექსპერტმა – დავით ბირმანმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება კიევში, 11-12 ოქტომბერს მეშვიდედ გაიმართა. ორდღიანმა ფორუმმა 300-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა. დავით ბირმანი ღონისძიებაზე წარსდგა თემით: ფინანსური ჩართულობა საქართველოში, ციფრული ბანკინგის გავლით (Financial Inclusion through Digital Banking in Georgia) და ამ მიმართულებით არსებული ქართული გამოცდილება გააზიარა. 

როგორ შეიძლება ციფრული ბანკინგით მიაღწიო ისეთ ფენამდე, რომელიც მანამდე საბანკო მომსახურებას არ იღებდა. როგორ აპლიკაციებს იყენებენ საქართველოში ბანკინგისთვის და რა სერვისები არსებობს ადამიანებისათვის, რომელთაც საბანკო მომსახურებაში გამოცდილება არ აქვთ. როგორ მუშაობს ინტერნეტბანკი. ეს ის საკითხებია, რომელთაც ბირმანის გამოსვლა შეეხო.

ჩემმა გამოსვლამ შემდეგი თემები დაფარა: 1. Express საბანკო მომსახურება: Express Card ბარათი, Express Pay გადახდის ტერმინალი, Express Bank ფილიალების ქსელი და პროდუქტები. როგორ ვითარდებოდა მარტივი საბანკო მომსახურება მომხმარებელთან ერთად. 2. mBank – მობილური საბანკო მომსახურების ახალი თაობა. როგორ ვიმუშავეთ მასზე, UX კომპეტენცია, როგორ გავაჩინეთ გუნდში და რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას საბოლოო, მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნაში. 3. Open Banking – ღია საბანკო პლატფორმა, როგორც საბანკო მომსახურების მრავალფეროვნების და ხელმისაწვდომობის განვითარების მომდევნო ეტაპი. Fintech პროგრამა, საბანკო API და ადგილობრივი სტარტაპების ჩართულობის გასაზრდელად მიმართული ღონისძიებები“, – განაცხადა მარკეტერთან საუბრისას დავით ბირმანმა.

ნაქირავები ბინიდან საკუთარ სამშენებლო პროექტამდე ანუ როგორ შეიქმნა urban.ge?

გამოკვებე შენი კოშმარები