in

ნახეთ: ცის კადრებით შექმნილი „ვიტრაჟები“

ცა ყოველთვის განსხვავებულად გამოიყურება იმის მიხედვით, თუ როდის და სად ვიხედებით, იქნება ეს მზის ჩასვლა ზღვის პირას თუ ქალაქში. ეს კადრები კი კინორეჟისორმა და ფოტოგრაფმა ალექს ჰანერმა გააერთიანა და საოცარი ციფრული კოლაჟებიც შექმნა.

სურათების ცენტრში ელექტრო ბოძებია მოქცეული, შავი მავთულებით შექმნილ ჩარჩოებში კი ღრუბლების, ფრინველებისა და მთვარის ფაზების ცალკეული კადრები ვიტრაჟების მსგავსად არის ჩასმული. 

საინტერესოა ისიც, რომ ჰანერმა ამ სერიების გადაღება მას შემდეგ დაიწყო, რაც ცაში გატეხილი შუშის ეფექტის შექმნა სცადა. 

ჩემს სამეზობლოში ელექტრო ბოძის ფოტო გადავიღე და მაშინვე მივხვდი, რომ სივრცეები ცის ფოტოებით უნდა შემევსო, რათა ვიტრაჟული მინის მსგავსი რამ მიმეღო, — ამბობს ჰანერი.

Adobe Photoshop-ისა და მისი ხელსაწყოების გამოყენებით კი ეს მარტივად მოახერხა. ჰანერი ცის ფოტოგრაფიის რეზერვუარში ჩაეშვა, რომელთა გადაღება ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, შემდეგ კი ფერებისა და ხედების იდეალური კომბინაციები გამოიყენა. 

საბოლოოდ, 15-დან 30-მდე განსხვავებული ფოტო გამოვიყენე. ეს მოიცავს მთვარეების, მზის, ფრინველებისა და თვითმფრინავების ფოტოებს, რომლებიც ნაშრომის აქცენტირებისთვის მჭირდებოდა. ამ სურათებზე წარმოდგენილი ზოგიერთი პატარა მონაკვეთი საერთოდ არ ასახავს ცას, არამედ გრადიენტებია, რომლებიც ისე შევქმენი, რომ სურათს მორგებოდა, — განმარტავს ფოტოგრაფი.

როგორი იყო „ალტე უნივერსიტეტის“ Start-Up ზაფხული?

ცინცინატის ხელოვნების მუზეუმში „ჯადოსნური სარკე“ აღმოაჩინეს