in

ახალი რუკა 900 000-ზე მეტ ვარსკვლავს, გალაქტიკებსა და შავ ხვრელებს აერთიანებს

გერმანელ ასტრონომთა კონსორციუმმა გამოაქვეყნა ცის დეტალური რუკა, რომელიც 710 000-ზე მეტ სუპერმასიურ შავ ხვრელს შორეულ გალაქტიკებში, 900 000-ზე მეტ ვარსკვლავს და 12 000 გალაქტიკის გროვას მოიცავს. თითოეული მონაცემის შესაგროვებლად eRosita-ს ტელესკოპი გამოიყენეს — მას სულ რაღაც ექვსი თვე დასჭირდა ასეთი არაჩვეულებრივი შედეგების მისაღებად, რაც ტექნოლოგიურ სიმძლავრეზე მიუთითებს.

M2
M2

აღნიშნული ტელესკოპი 2019 წელს გაუშვეს Spectrum-RG თანამგზავრის მეშვეობით. „ექვს თვეში უფრო მეტ წყაროს მივაკვლიეთ, ვიდრე დიდი ფლაგმანური მისიების დროს თითქმის 25 წლის განმავლობაში“, — ამბობს ანდრეა მერლონი, eROSITA-ს მთავარი მკვლევარი.

მონაცემების საფუძველზე შექმნილი რუკა უდიდესია, რაც კი ოდესმე გამოქვეყნებულა სამეცნიერო სფეროში. ეს არის „გადაშლილი სამყარო“, რომელშიც აქამდე უხილავი გალაქტიკები, ვარსკვლავები და სხვა ციური სხეულებია წარმოდგენილი.

პროცესები, რომლებიც უძრავი ქონების შეძენამდე უნდა გაიაროთ

„სილქ ჰოსფითალითის“ ახალი კომერციული დირექტორი ჰყავს