in

Cisco-მ გაფართოებული რეალობის შეხვედრების სერვისი წარადგინა

Webex Hologram შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწავდომი

სამშაბათს Cisco-მ ახალი სერვისი Webex Hologram წარადგინა, რომელიც თანამშრომლების პლატფორმას გაფართოებული რეალობის (AR) გამოცდილებას სძენს. იგი AR სათვალეებთან ერთად გამოიყენება და მომხმარებლებს რეალურ დროში ფოტორეალისტური ჰოლოგრამების შექმნას ჰპირდება.

გასული წლის განმავლობაში Cisco-მ რადიკალურად განაახლა Webex პორტფოლიო, რაშიც აშკარად იგრძნობა ვირტუალური თანამშრომლობის ინსტრუმენტების საჭიროება, რომელიც Covid-19-ის პანდემიამ გამოიწვია. ხალხმრავალ თანამშრომლობის ბაზარზე Webex გიგანტი კომპანიაა, თუმცა ისეთმა პლატფორმებმა, როგორიცაა Zoom, Microsoft Teams და Google Meet, სივრცის სწრაფი ზრდის აუცილებლობა განაპირობა.

ახლა კი Cisco-ს თქმით, ჰოლოგრამების გამოყენება ურთიერთქმედებას უფრო სახალისოს და რეალისტურს ხდის:

  • ღრუბლოვანი რენდერის ტექნიკა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, დაუყოვნებლივ განაახლოთ სცენა სათვალეებში და აღმოფხვრათ მოძრაობის ხარვეზი. ასევე, გარკვეული შეზღუდვების აღმოსაფხვრელად, AR სათვალეები ღრუბლოვანი სერვერების სრულ ძალას იყენებს, უმაღლესი გამოცდილების მისაღებად. ხოლო რენდერში არსებული ინოვაცია Webex Hologram-ს საშუალებას აძლევს, იდეალურად იმუშაოს დღევანდელ ინტერნეტზე, მათ შორის LTE-ზე.
  • ინოვაციები, რომლებიც სინათლის ველების დაჭერას და ინტერნეტით გადაცემას აადვილებს. Cisco-ს ეს ტექნიკა, ტიპური ფართოზოლოვანი კავშირის მეშვეობით, დაჭერილი მონაცემების ღრუბლოვან სერვერზე ატვირთვის საშუალებას და მათ სათვალეებში გადატანის საშუალებას იძლევა.
  • მიუხედავად იმისა, რომ თავად სინათლის ველები ახალი გამოგონება არ არის, მას 3D ვიდეოსთან შედარებით გაცილებით მეტი უპირატესობა აქვს. მაგალითად, სინათლის ველებს შეუძლია, რეალური წერტილი, განსხვავებული კუთხიდან დანახვისას, სხვადასხვა ფერის სახით წარმოადგინოს. Webex ჰოლოგრამის მეშვეობით, ეს განსხვავება სინათლის ველებს საშუალებას აძლევს, უკეთ წარმოაჩინოს მბზინავი და ამრეკლავი ობიექტები, როგორიცაა ადამიანის თვალები.

ამ ეტაპზე Webex Hologram შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწავდომი. კომპანიის ამჟამინდელი ყურადღება მასშტაბური რაოდენობის მომხმარებლებთან მუშაობაზე, აპლიკაციების იდენტიფიცირებასა და უკუკავშირის გათვალისწინებაზეა ორიენტირებული. ხოლო შემდგომში ბეტა ვერსიის გაფართოება იგეგმება.

“ჩვენი სურვილია, მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიარდ ციფრულ თანამშრომელს მიეცეს თანაბრად მუშაობის უფლება. Webex Hologram კი დიდ წინსვლას წარმოადგენს, რათა მომხმარებლებს უწყვეტი გამოცდილება შევთავაზოთ, რომელიც ვირტუალურ და პირისპირ ინტერაქციას ერთმანეთისგან არ განასხვავებს” – ამბობს კომპანიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ჯეტუ პატელი.

სავარაუდოდ, ეს მექანიზმი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება პრაქტიკული ჯგუფებისთვის, როგორიცაა დიზაინი ან ვარჯიში. მაგალითად, თუ სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებელი ახალ პროდუქტს გამოუშვებს, ექიმების, ტექნიკოსების ან მყიდველებისთვის წარსადგენად Webex Hologram-ის გამოყენება შეიძლება. საგულისხმოა, რომ Webex Hologram მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გააზიარონ როგორც ფიზიკური, ისე ციფრული შინაარსი.

WHERE NEXT – ზვიად ციკოლია შოტლანდიური პრემიუმ ვისკის, Glenfiddich-ის კამპანიაში

„პროფესიულ კარიერაზე უარი ვთქვით და ქართული ხელნაკეთი საპნის წარმოება დავიწყეთ. ასე შეიქმნა „მარგი“