Сіѕсо ამერიკული ტექნოლოგიაა, რომელმაც ქსელურ ინდუსტრიაში დიდი პოპულარობა მოიპოვა. მან სახელი გაითქვა ქსელური მოწყობილობების, სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის გაერთიანებით, რაც მაღალტექნოლოგიურ პროდუქტად აქცია. 2023 წლისთვის, კომპანიის ღირებულება $180 მილიარდია და 80,000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას შეექცევით, ჩვენ Cisco-ზე მოგიყვებით.
Cisco დაარსდა 1984 წლის 10 დეკემბერს, სან-ფრანცისკოში. ამჟამად, კომპანისს სათაო ოფისი სან-ხოსეშია განთავსებული. კომპანიის დაფუძნება სენდი ლერნერისა და ლეონარდ ბოსაკის სახელს უკავშირდება. ისინი სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები იყვნენ. უნივერსიტეტში კომპიუტერების დაკავშირებისას დიდი გამოცდილება დააგროვეს. შედეგად, შექმნეს ლოკალური ქსელის (LAN) კონცეფცია, რომელიც დიდ დახმარებას უწევდა გეოგრაფიულად განსხვავებული კომპიუტერების დაკავშირებას როუტერის სისტემის გამოყენებით.
კომპანიის სახელწოდება Cisco Systems სან-ფრანცისკოს უკავშირდება, მისი დაბადების ადგილს. Cisco-მ პირველად სისტემური ინტერფეისის ბარათის გაყიდვა დაიწყო, რომელიც პერსონალური კომპიუტერისთვის გამოიყენებოდა. უკვე მომდევნო წელს, დამფუძნებლებმა სტენფორტის კამპუსი დატოვეს და დამოუკიდებლად განაგრძეს კომპანიის განვითარება.
Cisco იქცა ერთ-ერთ პირველ კომპანიად, რომელიც წარმატებით ყიდდა როუტერებს რამდენიმე ქსელის პროტოკოლის მხარდაჭერით. მათ შეძლეს ტექნოლოგიის სტაბილურად განვითარება. ზრდა განსაკუთრებულად დააჩქარა რამდენიმე კომპანიის შეძენამ. პარალელურად, ახალი პროტოკოლები დანერგა და უკვე 2000 წლისთვის ბაზარზე მნიშვნელოვანი პოზიცია ეკავა.
2010-იან წლებში, Cisco-მ დიდ წარმატებას მიაღწია ინტერნეტის სფეროში ფილიალების ქსელების კონფიგურაციის გზით და ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფით.
Cisco-ს არაერთხელ აქვს მოპოვებული წარმატებება. კომპანიამ მოიგო უმნიშვნელოვანესი ჯილდოები, რაც მის განსაკუთრებულ მიღწევებზე მიუთითებს ინდუსტრიაში. ერთ-ერთი პირველი იყო რონ ბრაუნის ჯილდო 2003 წელს, აშშ-ს პრეზიდენტისგან. კომპანიამ მოიგო Best of Interop 2015 სამ კატეგორიაში. გარდა ამისა, 2018 წელს, Forbes Global 200-ის სიაში 444-ე ადგილი დაიკავა, $221.3 მილიარდიანი საბაზრო კაპიტალით. 2019 წელს, Cisco-მ დაიკავა პირველი ადგილი Work Place to Work’s World’s Best Workplaces 2019-ში. მოგვიანებით, 2020 წელს, მეოთხე ადგილი მოიპოვა Fortune-ის მიერ შედგენილ სიაში, სადაც 2020 წლის საუკეთესო 100 კომპანია იყო თავმოყრილი.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.