in

საოჯახო მარნის ღვინო „ცისფერყანწელები“, რომელიც მხოლოდ ქუთაისში იყიდება

Startauperi
Startauperi

„ჩემს ოჯახს, ისევე, როგორც ჩვენს სახელმწიფოს, აქვს ღვინის წარმოების უწყვეტი ტრადიცია. ზესტაფონის სოფელ როდინაულში გვაქვს ვენახები, სადაც ციცქა, ცოლიკაური და კრახუნა გვაქვს გაშენებული. იქ ჯერ ბაბუაჩემის მამა, შემდეგ ბაბუა და მერე მამაჩემი უვლიდნენ ვენახს. აქედან ვიღებთ ყურძენს და ვაწარმოებთ ღვინოს. 2017 წელს გადავწყვიტეთ, რომ უკვე ბოთლში ჩამოგვესხა ეს ღვინო და ამ ფორმით გაგვეზიარებინა ადამიანებისთვის, რომლებიც დაინეტრესებულები არიან ტრადიციით, რომელსაც ღვინის მოხმარების კულტურა გულისმობს“, – გვიყვება ქრისტინე მაღლაკელიძე, საოჯახო მარნის ღვინო „ცისფერყანწელების“ მწარმოებელი.

საოჯახო მარნის ღვინოების ტენდენციის მიუხედავად, რომლის თანახმადაც, პროდუქტის სახელდება მეწარმის სახელს/გვარს უკავშირდება, მაღლაკელიძეებმა გადაწყვიტეს მათ პროდუქტთან, მეწარმის სახელის ნაცვლად, მე-20 საუკუნის ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა გაერთიანება ასოცირებულიყო. ახალი ქართული ღვინო „ცისფერყანწელების“ სახელის ქვეშ, პირველად, 14 აპრილს წარსდგა საზოგადოების წინაშე.

მეტი უნდა გაეკეთებინა ამ ღვინოს, რადგანაც, მომავალში ვაპირებთ, რომ ღვინოზე ბევრი ვისაუბროთ. ეს კი უნდა გავაკეთოთ ცისფერყანწელების გავლით. ვფიქრობთ, მათი შემოქმედება იმსახურებს ხელახლა აღმოჩენას. როგორც თვითონ წერდნენ, მათი მიზანი იყო სიტყვის მუსიკალურობის განცდა. გვგონია, რომ ღვინოსთან ერთად ეს მიიღწევა ყველაზე კარგად. აი, ამ ფილოსოფიით დავუკავშირეთ „ცისფერყანწელები“ ქართულ მეღვინეობას და შევქმენით ღვინო ურთიერთთრობისთვის“.

აღნიშნული საოჯახო მარნის ღვინო მხოლოდ ქუთაისში, ღვინის ბარ „საფერეში“ იყიდება. „გვინდოდა შეგვენარჩუნებინა ის ისტორიული ექსკლუზიურობა, რაც ცისფერყანწელებს ჰქონდათ ქუთაისთან დაკავშირებით“, – აღნიშნავს ქრისტინე.

M: კონკრეტულად, რა სახეობის ღვინოს აწარმოებთ და როგორია წარმოების მოცულობა?
ამჟამად, „ცისფერყანწელები“ არის ციცქა-ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული თეთრი მშრალი, ქვევრის ღვინო. ჯამში წლის მანძილზე 500 ბოთლს ვაწარმოებთ, ამ ეტაპზე. 2018 წლის მანძილზე, ჩვენი პროდუქცია მხოლოდ ღვინის ბარ „საფერეში“ გაიყიდება.

M: ვინ იმუშავა პროდუქციის შეფუთვაზე?
შეფუთვაზე ლევან ზაზარაშვილმა იმუშავა. ეს არის ადამიანი, რომელმაც საუკეთესოდ იგრძნო ჩვენი ღვინის ხასიათი და ფორმა შესძინა მის შინაარს. 

M: რაც შეეხება საკომუნიკაციო სტრატეგიას..
გარდა იმისა, რომ პრეზენტაცია გვქონდა, გამოფენებსა და ღონისძიებებზე გაგვაქვს ეს ღვინო. ეს სოციალური პასუხისმგებლობაცაა ჩვენთვის. ვგეგმავთ სტრატეგიას ისე, რომ ერთბაშად ვისაუბროთ ქართული ღვინის კულტურაზე, მის აწმყოზე, წარსულზე, განვითარების პერსპექტივაზე და ასევე, ინტენსიურად ვსაუბრობთ ცისფერყანწელების შემოქმედებაზე. გულწრფელად რომ გითხრათ, როდესაც ადამიანებთან ამ ლიტერატურული გაერთიანების შემოქმედებაზე ვსაუბრობდით, როგორც წესი, ისინი ადასტურებდნენ მათ ისტორიულ არსებობას, მაგრამ შინაარსში, შემოქმედებით თვალსაზრისში ვერ შემოდიოდნენ. მინდა, რომ სხვასაც ჰქონდეს მათი აღმოჩენისა და გააზრების ბედნიერება.

https://www.facebook.com/787168764821920/photos/a.793081164230680.1073741830.787168764821920/797148157157314/?type=3&theater

M: რა მიმართულებით გეგმავთ ღვინო „ცისფერყანწელების“ განვითარებას? 
სამომავლოდ, გვინდა გავზარდოთ წარმოების მოცულობა. გარდა ამისა, ამ შემოდგომაზე რამდენიმე ექსპერიმენტული ღვინო გვინდა ვცადოთ. ჩვენ ძალიან კონკრეტული ჯიშის ყურძნისგან ვამზადებთ და გვინდა რომ დავტესტოთ, როგორი შეიძლება გამოვიდეს როზე, ან თუნდაც, ტკბილი. ექსპერიმენტებისთვის ვემზადებით წიგნიერად. პრაქტიკული ნაწილის გარდა, რაც ქართველ გლეხში ბუნებრივად არის, მნიშვნელოვანია, რომ თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით განვავითაროთ მეღვინეობა. ამას განსაკუთრებით ვითვალისწინებთ.

გასული საუკუნის ქართველი გმირები Facebook-ზე გამოჩნდნენ! დამოუკიდებლობის ისტორია მისი მთავარი პერსონაჟებისგან!

4 მიზეზი, რატომაც ადამიანები ბრაზდებიან შენს წარმატებაზე