in

„ციტადელი“ მომხმარებელს ახალ შოურუმში ეპატიჟება

კომპანია „ციტადელი“ შემოდგომის სეზონს კონცეფციურად განახლებული, თანამედროვე ინტერიერის მქონე მარკეტით შეხვდება.

წერეთლის 118 თბილისელებისთვის კარგად ნაცნობი მისამართია – აქ ერთ ტერიტორიაზე თავს იყრის სხვადასხვა ტიპის სამშენებლო, სარემონტო თუ მძიმე ტექნიკის მაღაზიები. კომპანია „ციტადელის“ ახალი მარკეტი – „ციტადელი PLUS“ სწორედ ამ მისამართზე გიმასპინძლებთ.

„ციტადელის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო ღონიერაშვილი აღნიშნავს, რომ ახალი მარკეტის მთავარი და მნიშვნელოვანი სიახლე მისი კონცეფციაა – დახვდეს მომხმარებელს ყველაფერი ერთ სივრცეში.

„მარკეტი – „ციტადელი PLUS“ არსებული ფილიალებისგან მკვეთრად განსხვავებული და მასშტაბური იქნება, რაზეც მისი სახელიც მეტყველებს. პროდუქტების განლაგება, შოურუმის კონცეფცია და მრავალფეროვანი ასორტიმენტი მომხმარებელზე მაქსიმალურადაა მორგებული.

„ახალ შოურუმში ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება სრულად გამოვიყენეთ. ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე, მარკეტში წარმოდგენილი იქნება ყველაზე მოთხოვნადი და მომხარებელისთვივს საინტერესო პროდუქცია. ყველაფერი ერთ სივრცეში – არ რჩება მხოლოდ ბრენდის დაპირებად, ჩვენს მომხარებელს „ციტადელი PLUS“-ში მოსვლის შემთხვევაში არაერთი ბენეფიტის მიღება შეეძლება“, – ამბობს ნინო ღონიერაშვილი.

„ციტადელი PLUS“-ის შოურუმის შიდა და გარე სივრცეში წარმოდგენილი იქნება როგორც სამშენებლო მასალები და ტექნიკა, ისე ახალი მიმართულებები, როგორიც არის – სარემონტო  მასალები, ბაღის აქსესუარები, მცენარის მოვლის მექანიკური თუ ელექტროხელსაწყოები და სხვა.

მარკეტში პროდუქცია ისე განთავსდება, რომ მომხმარებელმა მისი დათვალიერება, გამოცდა და შეფასება მარტივად შეძლოს.

შოურუმში წარმოდგენილი იქნება თითოეული პროდუქციის ნიმუში, რაც მკვეთრად გაამარტივებს მომხმარებლისთვის არჩევანის გაკეთებას. მაგალითად, მარკეტში განთავსდება შენობის თბო და ხმის საიზოლაციო მაკეტები, რომლის დახმარებითაც მომხმარებელი ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს პროდუქციის უპირატესობებისა და გამოყენების სპეციფიკის შესახებ.

„ციტადელი PLUS“-ში VR ზონა მოეწყობა. მარკეტში მოსულ მომხმარებელს საშუალება მიეცემა შეარჩიოს სასურველი პროდუქცია (ლამინირებული იატაკი, კაფელი/მეთლახი) და აქციოს მისი არჩევანი ვირტუალურ რეალობად, VR სათვალის დახმარებით.

„კომპანია „ციტადელი“ მუდმივად ცდილობს, მომხმარებელს მათზე მორგებული გარემო და მომსახურება შესთავაზოს, ამის გათვალისწინებით, მარკეტის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი საპარკინგე სივრცეს დავუთმეთ“, – აღნიშნავს ნინო.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, „ციტადელი“ აქტიურად ერთვება ეკომეგობრულ კამპანიებში. თბილისში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებითა და შესაბამისად,  ელექტრომობილების პოპულარიზაციის მიზნით, მარკეტის საპარკინგე სივრცეში განთავსდება ელექტრო ავტომობილების დამტენი სადგური.

„ციტადელი PLUS“-ის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა მცირე ზომის სარეკრეაციო ზონა, რომლით სარგებლობაც არამხოლოდ მომხარებლებს, არამედ ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც შეეძლებათ.

მინიმალისტური ინტერიერი და სწორად დაგეგმილი მერჩენდაიზინგი, მომხმარებელს პროდუქციის მარტივად გაცნობასა და არჩევანის სწრაფად გაკეთებაში დაეხმარება.

მარკეტში მოსულ მომხმარებელს კიდევ ერთი სიახლე დახვდება, თითოეულ მომხარებელს „ციტადელის“ ფასდაკლების ბარათი  გადაეცემა, რომლის გამოყენებასაც მისთვის სასურველი პროდუქციის შეძენისას შეძლებს.

რაც შეეხება „ციტადელის“ დამატებით მომსახურებებს – ადგილზე მიტანის სერვისსა და განვადებს – კვლავ აქტუალური რჩება.

სამშენებლო-სარემონტო მასალების მარკეტი –  „ციტადელი PLUS“-ის გახსნის ცერემონია შემოდგომის პირველ თვეს გაიმართება და მომხმარებლებს ადგილზე უამრავი საჩუქარი დახვდებათ.

 

[R]

Extra.ge-ს ბრენდინგი, რომელზეც Holy Motors-მა იმუშავა

აღმოვაჩენთ თუ არა მარსზე სიცოცხლის კვალს – ქართველი ასტრობიოლოგი NASA-ს ახალი მისიის შესახებ