in

Amazon–მა სან-პაულუს შენობებიდან გრაფიტის მოშორება გონივრულად გამოიყენა

როგორც კი სან–პაულუში ახალმა მერმა თანამდებობა დაიკავა და სავარძელიც კარგად მოირგო, პირველი, რაც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გააკეთა, ეს იყოს შენობების ფასადებზე არსებული ლამაზი, ფერადი გრაფიტის ნახატების ნაცრისფრად გადაღებვა. ამ ნაბიჯმა საკმაოდ ბევრში უკმაყოფილებისა და პროტესტის გრძნობა გამოიწვია, რაც შემდეგ  Amazon–მა Kindle–ისთვის შექმნილ კამპანიას ნამდვილად ძალიან კარგად მოარგო. შენობის ფასადებზე, საიდანაც ლამაზი გრაფიტი გაქრა, ბრენდმა მომხმარებლისა და ბევრი პროექტორის დახმარებით, წიგნებიდან ამოღებული ციტატები განათავსა. ქალაქის ქუჩები და შენობები გაივსო სხვადასხვა წიგნიდან ამოღებული ფერადი ფრაზებით, ასე სან–პაულუმ კიდევ უფრო უჩვეულო იერსახე მიიღო და განაწყენებულ მოსახლეობასაც გამოუსწორდა განწყობა.

M2

 

როგორ დავტენოთ ტელეფონი თბილისის ქუჩაში?

ელექტრონული მუსიკის სამი, მსოფლიო დონის ვარსკვლავი თბილისში