29
Oct
2014

ფოტოგრაფი, რომელმაც ერთი დღის განმავლობაში 24-ჯერ გადაიღო მზის ჩასვლა

29 Oct 2014



თუ აქამდე ფიქრობდით, რომ ერთი დღის განმავლობაში მზის ჩასვლის ნახვა 24-ჯერ შეუძლებელი იყო, ამ პოსტის მერე დარწმუნდებით, რომ შეუძლებელი არაფერია.

საათების მწარმოებელმა “CITIZEN”-მა სარეკლამო სააგენტო “Wieden + Kennedy”-ის და ფოტოგრაფ საიმონ რობერტსის დახმარებით მოკლემეტრაჟიანი ფილმი “CITIZEN Chasing Horizons” გადაიღო.

ფოტოგრაფის მისია 6:30Pm-7:00Pm-ის მონაკვეთში ყველა დროის ზოლზე მზის ჩასვლის გადაღება იყო. მას ნატოს ყოფილი პილოტი ეხმარებოდა, რომელსაც ამინდის მიუხედავად დროულად უნდა მოესწრო ყველა დაგეგმილ წერტილამდე მისვლა.

“CITIZEN”-ის საათებს ახალი ფუნქცია აქვთ, როდესაც სხვა დროის ზოლზე გადადიხარ, საათი ავტომატურად 3 წამში ასწრებს ახალ დროზე გადასვლას. სარეკლამო კამპანიაც სწორედ ამ სიახლისთვის წამოიწყეს და წარმატებულ სარეკლამო კამპანიასთან ერთად შეუდარებელი ფოტო ნამუშევარი გააკეთეს.

 

განხილვა