in

ელექტრომანქანა თვეში 22 დოლარად, რომლის მართვაც 14 წლის ტინეიჯერებსაც შეუძლიათ

veon
veon

Ami – ასე ჰქვია პატარა, ორადგილიან და 100%-ით ელექტრო მანქანას, რომელიც ბაზარზე 2020 წლის გაზაფხულიდან გამოჩნდება. ეს არის 2.41 მეტრის სიგრძის, Light quadricycle-ის ტიპის მანქანა, რაც ნიშნავს, რომ მისი მართვა, კანონის შესაბამისად, ევროპაში, 14-16 წლის ტინეიჯერებსაც შეეძლებათ. როგორც ამბობენ, ეს არის შემთხვევა, როცა არ არის საჭირო მართვის მოწმობა.

Ami-ს ავტორი ფრანგული, ავტოწარმოებაში 100 წლიანი ისტორიის მქონე კომპანია Citroën-ია. როგორც მოსალოდნელია მანქანის მოდელისგან, რომლის მართვა 14 წლის ტინეიჯერებსაც შეუძლიათ, Citroën Ami არც ისე სწრაფია. მას, მაქსიმუმ, 45 კილომეტრი საათში სიჩქარის განვითარება შეუძლია. (ეს იგივე ლიმიტია, რაც ევროპაში, ელექტრო ველოსიპედებზეა დაწესებული). რაც შეეხება ელემენტის გამძლეობას, 5.5 kWh-იანი ელემენტი, ერთ სრულ დამუხტვაზე, 70 კილომეტრს გაგატარებთ. ეს, შესაძლოა, არც ისე კარგი მონაცემია, თუმცა, პატარა ელემენტი ნიშნავს, რომ მანქანის სრულად დატენვას 3 საათში, 220v-იანი დამმუხტველითაც შეძლებთ.

აღსანიშნავია, რომ მანქანა უფრო ქალაქში, მიკროურბანული მობილობისთვისაა შექმნილი. Citroën-ის ცნობით, პირველადი შენატანის – $2,919-ის შემდეგ, შესაძლებელია Ami-ში თვეში 22 დოლარი გადაიხადოთ. მანქანის სრული ფასი კი $6,600-ია.

მანქანის დიზაინი მინიმალისტურია. გამოყენებულია სიმეტრიული კარები, შიდა ინტერიერი კი თანამედროვე მომხმარებელზეა მორგებული. აღსანიშნავია, რომ მანქანასთან დაკავშირებული დეტალების გაგება სპეციალური მობილური აპლიკაციითაც შეგიძლიათ; მაგალითად, რამდენად დამუხტულია თქვენი მანქანა, რამდენი კილომეტრის გავლას შეძლებს, ან რამდენად ახლოსაა დამმუხტველი სადგური.

Ami-ს წინასწარი შეკვეთები საფრანგეთში, 30 მარტს დაიწყება. ევროპის სხვა ქვეყნებში კი მის წინასწარ შეკვეთას ამის შემდეგ, ეტაპობრივად შეძლებენ. უშუალოდ მოდელის მომხმარებლებისთვის მიწოდებას კი კომპანია 2020 წლის ივნისისთვის გეგმავს.

Galaxy S20, S20+ და S20 Ultra-ს წინასწარი შეკვეთები დაიწყო

გადავდოთ თუ არა საზღვარგარეთ მოგზაურობა კორონავირუსის გამო?