in

Citroën-მა ახალი ლოგო წარადგინა — ბრენდის საწყისებთან დაბრუნება

მომავლის მოლოდინში, Citroën თავის ფესვებს დაუბრუნდა, რათა გაიხსენოს, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. შედეგად, ბრენდმა მიიღო ლოგო, რომელიც ზუსტად პირვანდელი სახის ასლია — ანუ, 1919 წლის ვიზუალის.

არსებობის 103 წლის განმავლობაში ფრანგულმა ავტომწარმოებელმა ბრენდში 10 ძირითადი ცვლილება განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ვერსია განსხვავებულია, ყოველ მათგანს წინა პლანზე Citroën-ის პირველი ჰერინგბონის ტრანსმისიის სისტემა გამოაქვს.

როგორც ხედავთ, უახლესი ვიზუალი წრეშია მოქცეული და ვერტიკალურ ოვალურ ჩარჩოს აღადგენს. თუმცა, თანამედროვე ნიუანსებისთვის, შევრონები ახლა უფრო გამოკვეთილია, ხოლო მარყუჟი — შერბილებული. ასევე, ბრენდმა მეტად დახვეწა ტიპოგრაფია, რათა სიმსუბუქის შეგრძნება მიენიჭებინა ლოგოსთვის.

„ახალი, მაგრამ ნაცნობი“ იერი მიუთითებს იმაზე, რომ Citroën-მა გადაწყვიტა, ძველ მიზნებს მიახლოებოდა. „როცა ვცდილობთ, დავაზუსტოთ ჩვენი სამომავლო მიზნები, ჩვენთვის ლოგიკური იყო ციკლის პირველ ლოგოსთან დაბრუნება, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომ და ინოვაციურ მობილობას ასახავს“, — განმარტავს ალექსანდრე რევერტი, კომპანიის გლობალური დიზაინერი.

აღსანიშნავია, რომ ძველი, მაგრამ ახალი ემბლემა ასევე ნასესხებია არასაავტომობილო ინდუსტრიიდან. სილამაზისა და ტანსაცმლის ბრენდის ელემენტები, სხვა საკითხებთან ერთად, სითბოს და ინტიმურ ურთიერთობას ანიჭებს ესთეტიკას, რომელიც „სასიამოვნოა თვალისთვის სხვადასხვა გარემოში“.

ახალი ფერების პალიტრა ინარჩუნებს კლასიკურ თეთრს და ბაც ნაცრისფერს, რათა „სიმშვიდისა და სიმსუბუქის საფუძველი“ იყოს, მაგრამ შემოაქვს ორი დამატებითი ელფერი. არსებობს Monte Carlo Blue, მოძველებული ელფერი, რომელიც ჩანს ბრენდირებულ მანქანებზე, როგორიცაა 2CV და DS; და ენერგიული ინფრაწითელი, დინამიკური კონტრასტის უზრუნველსაყოფად ბეჭდურ, ფიზიკურ და ციფრულ აპლიკაციებში.

„ჩვენი ახალი იდენტობა პროგრესის ელეგანტური სიმბოლოა, რადგან ჩვენს მომხმარებლებს თამამი, წინდახედული მანქანებით ვანებივრებთ, რომლებიც ეწინააღმდეგება ინდუსტრიის ტრადიციულ წესებს და ემოციურად უფრო ხელმისაწვდომს, მოსახერხებელს და სასიამოვნოს ხდის“, — აღნიშნავს აღმასრულებელი დირექტორი ვინსენტ კობი.

ჯაოკენი 25 წლისაა და მომხმარებელთან შესახვედრად განსაკუთრბულად ემზადება

Cloud აღრიცხვიანობა — თანამედროვე ბიზნესის არჩევანი