in

Citroën-ის ახალი მოდელი ეკოლოგიურად სუფთა მომავლისთვის შეიქმნა

Citroën მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავტომობილების ბრენდია, რომელმაც გადაწყვიტა, თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს ინოვაციებით გამკლავებოდა. საუბარია ახალ მოდელზე, სახელწოდებით, CITROËN OLI , [all-ë] , რომელიც სრულად ელექტროა, რაც ალბათ, უკვე აღარ აკვირვებს საზოგადოებას — ელექტრო მანქანები ხომ უკვე ბევრი მწარმოებლისგან ვიხილეთ. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ მოდელით სიტროენმა მაქსიმალურად შეამცირა ხარჯები, რაც სამომავლო პერსპექტივაში საგრძნობლად შეცვლის მანქანათწარმოების ხარჯებს.

ვიდრე უფრო დეტალურ განხილვაზე გადავიდოდეთ, კომპანიის ხედვაზეც უნდა ვთქვათ ორიოდ სიტყვა. Citroen-ს სჯერა, რომ მოვიდა დრო ვთქვათ „საკმარისია“ და ვფოკუსირდეთ ეკოლოგიურად სუფთა, დაბალანსებული ავტომობილების შექმნაზე, რომლებიც უფრო მსუბუქი და მარტივია, ის ნაკლებ ზიანს აყენებს ეკოლოგიას და ზოგადად, აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს.

მარტივად რომ ვთქვათ, CITROËN Oli არის ინტელექტუალური იდეების გასაოცარი მანიფესტი, რომელიც ცხოვრების სტილის არჩევანი უფროა , ვიდრე მოდელის. CITROËN-ის მთავარი გამოწვევა გულისხმობს ტენდენციური მიდგომების ჩანაცვლებას კონსტრუქციული და ეკომეგობრული მოდელით Oli ,რომლის მთავარი სლოგანია „საკმარისია“ .

სწორედ ამ მოდელით CITROËN-მა ხაზი გაუსვა ხარჯების მაქსიმალურ მინიმალიზაციას. მაგალითად, წინა საქარე მინა მოკლე და გრძელია, რადგან ასეთი დეტალის წარმოება გაცილებით იაფია; კარი კი, დინამიკის, ხმის საიზოლაციო მასალის და ელექტრო გაყვანილობის ხარჯზე, 7 კილოგრამით შემსუბუქდა; ხოლო სახურავი გადამუშავებული მუყაოსგანაა დამზადებული, რომელიც სხვადასხვა მასალით არის დამუშავებული და გამაგრებულია პანელებით. მის 20%-დან 80%-მდე დამუხტვას კი სულ რაღაც 23 წუთი სჭირდება.

პანელები ძალიან ხისტი, მსუბუქი და ძლიერია — იმდენად ძლიერი, რომ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია მათზე დგომა. თანაც, მათი წონა 50 პროცენტით შემცირებულია მსგავსი ფოლადის სახურავის კონსტრუქციასთან შედარებით. მარტივი კონსტრუქციის სავარძლები 80%-ით ნაკლები დეტალისგან შედგება და ამავდროულად 100%-ით გადამუშავებადი მასალისგან არის შექმნილი.

ლოურენს ჰანსენი, სიტროენის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელის თქმით, „თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ „მეტი“ უახლესი ტექნოლოგიებისთვის ,რომლის მხოლოდ 2% იყენებთ მართვის დროს, ან მარტივად, ჰკითხოთ საკუთარ თავს „რამდენად მჭირდება ეს?. ოლი არის საშუალება თქვა „საკმარისია“ და, ამავდროულად, მიიღო მარტივი, ხელმისაწვდომი, გრძელვადიანი ავტომობილი და ისიამოვნო ცხოვრებით!”

Citroen-ს მიაჩნია, რომ ელექტროფიკაციამ და გარემოსდაცვითი საზრუნავმა არ უნდა შეზღუდოს ჩვენი მობილურობა ან გახადოს ავტომობილები ნაკლებად მიმზიდველი. უბრალოდ, საჭიროა ტენდენციების შეცვლა — ავტომობილები უფრო მსუბუქი, იაფი და ეკოლოგიურად სუფთა უნდა გახდეს, რაც ინოვაციურ მიდგომებს საჭიროებს. ამიტომაც, მართალია, Oli სრულად ელექტროა, თუმცა მისი დიაპაზონი 400კმ-მდე აღწევს, 3000 ვტ მოცულობა აქვს და სპეციალური აღჭურვილობის მეშვეობით, მასში ყავის მადუღარათი ან ფენით სარგებლობაც კი შეუძლია მომხმარებელს.

ვინსენტ კობი, სიტროენის აღმასრულებელი ხელმძღვანელი აღიარებს, რომ ბედნიერი მომავალი დამოკიდებულია რეფორმებზე და არა იმაზე, თუ როგორ დახარჯე, აირჩიე, მოიხმარე, გადაიტანე, დააბინძურე, გადააგდე და იფიქრე. საავტომობილო ინდუსტრია არ არის დაზღვეული იმ რევოლუციებისგან, რომლებიც ყველა სხვა ინდუსტრიას ემუქრება. ჩვენ ვდგავართ მოხმარების სიმრავლით შექმნილი საკითხის წინაშე,

Citroën-ი კი აგრძელებს საუბარს იმის დასამტკიცებლად, რომ არსებობს ამ სიმრავლის შეცვლის ჭეშმარიტი გზა, რომელიც არც მოსაწყენია და არც მკაცრი. მისი თქმით: „Citroën oli თავისი ინტელექტუალური აზროვნებით, გულწრფელი მიდგომით და სწორი საქმის კეთებით, გვაჩვენებს როგორ შეგვიძლია შთავაგონოთ მომავალი ოჯახები“.

CITROËN Oli-ის გაყიდვების გეგმა ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა სამომავლოდ, მოდელების სპეციფიკაციებში გათვალისწინებული იქნება კონცეპტის მთავარი აქცენტები.

დამატებითი კომფორტი თუ აუცილებელი საჭიროება? – მანქანის გაგრილების სისტემების ისტორია

დიზაინერებისთვის „უსაფრთხო“ კონტენტის შექმნა დამღუპველია