in

Citroën-ის ახალი მოდელი, რომლის კონცეფციის მთავარი ხაზიც უნიკალურობა და ელეგანტურობაა

ავტომობილების ცნობილი ბრენდის Citroën-ის სამოდელო რიგს ახალთახალი C4 X დაემატა, რომლის კრეატიული კონცეფციაც ორ მთავარ მიზანს  – უნიკალურობას და ელეგანტურობას ეყრდნობა. ბრენდი მიჰყვება მსოფლიო ტენდენციას და ამ მხრივ 100% ელექტრო სეგმენტსაც გვთავაზობს, რომელიც დროთა განმავლობაში სრულად ჩაანაცვლებს ბენზინისა და დიზელის ძრავიან ავტომობილებს. ახალი Citroën C4 X სამართავად მარტივი ავტომობილია.

ერთი მხრივ, ის იმეორებს ბრენდის ხელწერას, თუმცა მეორე მხრივ, ახალ მახასიათებლებს გვთავაზობს როგორც ფუნქციურად, ისე დიზაინის კუთხით. მისი დახვეწილი ექსტერიერი ჰეტჩბეკისა და SUV-ების სტილს შორის მერყეობს, სახურავი, უკანა განათება და საბარგულის ხაზები კი ისეა განლაგებული, რომ მთლიანობაში ავტომობილს დინამიკურ გარეგნობას სძენს.

რაც შეეხება ინტერიერს, ახალ C4 X-ში საკმარისად დიდი სივრცეა როგორც მძღოლისთვის, ისე მგზავრებისთვის. მისი კომფორტული სავარძლები და ახალი თაობის საინფორმაციოგასართობი ინტერფეისი სრულად მორგებულია მძღოლის საჭიროებებზე.
რა თქმა უნდა, ახალი მოდელის შექმნისას თანამედროვე ტექნოლოგიებიც გაითვალისწინეს. მართვის 20-მდე დამხმარე სისტემა მძღოლის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, რაც  მგზავრობას მხოლოდ სასიამოვნოს ხდის.

ახალი მოდელი საქართველოში, Citroënის ცენტრში ამ წლის მაისიდან იქნება ხელმისაწვდომი, როგორც ბენზინის, ისე დიზელის ძრავით, უფრო მოგვიანებით კი სრულად ელექტრო მოდელიც შეემატება შოურუმს.

[R]

ასე შედგა თეკუნას კოლაბორაცია სასტუმრო „ბაზზართან“

2 მაისს საქართველოში დაზღვევის დღე აღინიშნება