Citroën-მა ახალი ელექტრომანქანა შეიმუშავა, რომლის მიზანიც ინდუსტრიის ფართოდ განვითარებაა; ბრენდს სურს, ელექტრომობილები უფრო მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი და ერთგვარ ფუფუნების საგანს არ წარმოადგენდეს. ამ ნაბიჯის პოპულარიზაციისთვის „ბრიჯერტონისეული“ რეკლამა გამოუშვა, რომელიც გვარწმუნებს, რომ ეკოლოგიურად სუფთა მანქანები კარიბჭის მიღმა არ უნდა გამოვკეტოთ.
ბრიჯერტონის გარდა, ვიდეორგოლი ძალიან ბევრ ფრანგულ საკულტო ელემენტს აერთიანებს — საფრანგეთის რევოლუცია, მარი ანტუანეტას „ტორტი ჭამონ“ და ა. შ. ასევე, სიუჟეტში იჭრება დევიდ ბოუის განწყობა, რაც ასე ძალიან უხდება აჯანყების, სტილისა და რევოლუციის ერთიანობას.