ქართველი მომხმარებლების ცხოვრებაში დღითიდღე უფრო იზრდება ონლაინ შოპინგის მნიშვნელობა. შესაბამისად, ელექტრონული კომერციის ბაზარზე მორიგი სიახლე გვაქვს.
გამოჩნდა ახალი ქართული ბრენდი, Citrus.ge, შენზე მორგებული პლატფორმა ონლაინ შოპინგისთვის, სადაც შეძლებ იპოვო ყველაფერი, რასაც ეძებ და მიიღო სასურველი პროდუქტი მთელი საქართველოს მასშტაბით.
“აქ იპოვი ყველაფერს”- ეს არის ახალი ქართული ონლაინ მაღაზიის სლოგანი, რომელიც ხმამაღლა და თავდაჯერებით მომხმარებლებს პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს ჰპირდება.
ციტრუსი, ქართული საინვესტიციო კომპანია “ჰელიქს ნებულა კაპიტალის” ახალი პროექტია, რომელთა გამოცდილებაც ქართულ ბაზარზე ლიდერობის 5 წელს და 500 000 უნიკალური მომხმარებლის მომსახურებას ითვლის.
რატომ სახელწოდება ციტრუსი?
ციტრუსი არის მცენარეების კონკრეტული ოჯახი, რომელშიც ერთიანდება სხვადასხვა ფერის, ზომისა და გემოს მქონე 100-ზე მეტი ხილი. პროდუქციის კატალოგი კი ისეთივე მრავალფეროვანი და ფერადია, როგორც მცენარეთა ოჯახი ციტრუსი. ამავდროულად, ის ბრენდის დამაარსებელთათვის, პოზიტივთან, სიახლესთან (fresh) და სიმარტივესთან ასოცირდება.
სხვადასხვა საპილოტე ინტერნეტ მაღაზიის, ინოვაციური იდეების, წარსული გამოცდილებისა და მიღწევების გათვალისწინებით შექმნილი ახალი პლატფორმა, Citrus.ge, თავდაპირველად, ძირითად მიზნად, ონლაინ შოპინგის პროცესის მაქსიმალურად გამარტივებას ისახავდა.
რას გულისხმობს შეძენის პროცესის გამარტივება?
ვებგვერდზე, სასურველი ნივთის შერჩევის, განაცხადის მოკლე ფორმის შევსებისა (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი) და გაგზავნის შემდეგ, მომხმარებელს უკავშირდება ციტრუსის ოპერატორი, აცნობს დეტალებს და თავად უფორმებს შეკვეთას. (ცხელი ხაზი:032 2 423 500)
ამ მეთოდით, ციტრუსმა მომხმარებლეთან ურთიერთობის კლასიკური მოდელი დააინტეგრირა ელექტრონულ კომერციაში, რათა მომხმარებელთა იმ ჯგუფს, რომელთაც, სხვადასხვა მიზეზების და გამო, გააჩნიათ ონლაინ შოპინგთან დაკავშირებული გარკვეული ბარიერები, მარტივად შეძლონ პროდუქციის შეძენა.
მუშაობის პროცესში მიღებულმა გამოცდილებამ, მომხმარებელთა უკუკავშირმა და კვლევამ, აჩვენა, რომ Citrus-ის მიზანი, გამხდარიყო მარტივი, მომხარებელზე მორგებული პლატფორმა ონლაინ შოპინგისთვის, წარმატებით განხორციელდა. კომპანიის რეალურ პოტენციალზე დაყრდნობით, გაჩნდა იდეა, შექმნილიყო ისეთი ბრენდი, რომელიც სიმარტივესთან ერთად, მომხარებელს მრავალფეროვნებასა და სიახლეს შესთავაზებდა.
რატომ არის Citrus.ge მრავალფეროვანი?
Citrus.ge მიზნად ისახავს, შემოგთავაზოთ სხვადასხვა პროდუქციის ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი არჩევანი ერთ ონლაინ სივრცეში. ვებსაიტზე ხელმისაწვდომია როგორც 15 000 დასახელების ნივთი 115 პარტნიორი კომპანიისგან, ასევე, უამრავი ექსკლუზიური პროდუქცია. რაც მთავარია, შენთვის სასურველი ნივთების რაოდენობა, ყოველდღიურად გაიზრდება.
ინტერნეტ მაღაზია Citrus.ge-ის ვირტუალურ დახლზე, შეძლებ, შეიძინო ნებისმიერი კატეგორიის ნივთი. მათ შორის: ციფრული ტექნიკა, საოჯახო ტექნიკა, თავის მოვლის საშუალებები, ხელსაწყოები, საათები, ტანსაცმელი და ა.შ.
ასევე, შეგიძლია ისარგებლო სპეციალური შეთავაზებებითა და მუდმივი ფასდაკლებებით ისეთ ნივთებზე, როგორებიცაა: მობილური ტელეფონები, ტელევიზორები, ხელსაწყოების ნაკრებები, სამზარეულოს ტექნიკა და სხვა. კომპანია განახლებული ძალებით მზად არის მოემსახუროს ქართულ ბაზარს.
[R]