in

ციტრუსის ექსპორტი 11-ჯერ გაიზარდა

ციტრუსის ექსპორტი 11-ჯერ გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 2017 წლის 1-11 ნოემბრის მაჩვენებლით, 55 ტონა იყო ექსპორტირებული, 2018 წელს კი ანალოგიურ პერიოდში, ექსპორტი 610 ტონას აღწევს. სამინისტროს ცნობით, წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა. პროდუქციის რეალიზაციისთვის ძირითადი ბაზრები იგივე რჩება: რუსეთი, სომხეთი, უკრაინა და ყაზახეთი.

 

რაც შეეხება უფრო გრძელვადიან პერიოდს, ვიდრე 1-11 ნოემბერია, 2018 წლის, 1 სექტემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით, ციტრუსის ექსპორტმა 718 ტონას მიაღწია, შარშან კი ანალოგიურ პერიოდში 106 ტონა იყო. შესაბამისად, ციტრუსის ექსპორტის წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდის (1 სექტემბერი – 11 ნოემბერი) მონაცემებს 6-ჯერ აღემატება. 

თბილისში სკოლების გამოფენა გაიმართება

მინიატურული ხეები, რომლებიც ნაყოფს ისხამს – ალექსანდრე მესხის ბონსაი