გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, ფერმერებს საშუალებას აძლევს, ციტრუსი საშემოდგომო ყინვის რისკისგანაც დააზღვიონ. დაზღვევის პოლისის თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან 70%-ს შეადგენს. პროექტში ჩართვის შემთხვევაში, ციტრუსის ბაღების მქონე ფერმერებისთვის სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. ფერმერების ინტერსების გათვალისწინებით, ციტრუსის მოსავალს სახელმწიფო პროექტში ჩართული კერძო სადაზღვევო კომპანიები, მიმდინარე წლის 5 ნოემბრამდე დააზღვევენ.
აგროდაზღვევის პროექტში მონაწილეობა შეუძლია, მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არა უმეტეს 5 ჰა ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ პროექტში შესული ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო აგროდაზღვევით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ იმ ფერმერს, რომელსაც მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული აქვს.












