19
ოქტ
2018

ქალაქის ცენტრთან ახლოს ცხოვრების უპირატესობები

19 ოქტ 2018

თანამედროვე ქალაქი, თავისი რიტმით და ცხოვრების სტილით, სულ უფრო ბევრ ადამიანს იზიდავს. ურბანიზაციასთან ერთად, იცვლება ქალაქის იერსახე, ცხოვრების ტემპი და გამოწვევები.

statiebi-bog
statiebi-bog

როგორც კომპანია „მეტრაში“ ამბობენ, დღეს ქალაქში მცხოვრები ადამიანის უმთავრესი გამოწვევაა, გაექცეს ხმაურიან ცენტრს ისე, რომ მის რიტმზე ბოლომდე უარის თქმა არ მოუწიოს.

„სწორედ ეს იდეა აერთიანებს ბევრ თანამედროვე სტარტაპსა და არქიტექტურულ პროექტს – ოცდამეერთე საუკუნეში ხომ ფორმის ძიება ლანდშაფტისა და რელიეფის გათვალისწინების გარეშე არ ხდება. ცხადია, ცენტრთან ახლოს მდებარე ტერიტორიები უზრუნველყოფს ისეთი ცხოვრების რიტმს, როდესაც ადამიანს შეუძლია იყოს მოვლენათა ეპიცენტრში და ამავდროულად შეძლოს განტვირთვა, დასვენება, მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან, სწორედ ქალაქის ცენტრის „გიჟური“ ცხოვრების ტემპის გამო, ცენტრთან ახლოს მდებარე მშვიდი, ეკოლოგიურად სუფთა ადგილები განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა. ნიუ-იორკში დღემდე პოპულარულია ჰემპტონსი, რომელიც ლონგ აილენდზე მდებარეობს და მისი დანიშნულებაა რამდენიმე დღით „დაასვენოს“ ქალაქური რიტმით დაღლილი ადამიანები. ადგილი ახლოსაა ქალაქის ცენტრთან, თუმცა პერსონალური სივრცის, განმარტოებისა და რელაქსაციის საშუალებას იძლევა“.

მათივე თქმით, საცხოვრებლად მსგავსი ტიპის ადგილის შერჩევა ერთდროულად პასუხობს რამდენიმე პრობლემას – ადამიანს საშუალება ეძლევა დაისვენოს და განიტვირთოს ურბანული ცხოვრებისგან გამოწვეული სტრესისგან. ამავდროულად, არ ჩამორჩეს მოვლენებს და ბოლომდე არ მოსწყდეს ქალაქის ცენტრს.

„მსგავსი ადგილები საცხოვრებლად განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვისაც ქალაქის ცენტრში უწევს მუშაობა. ამიტომ, საცხოვრებელი ადგილის შერჩევისას, ქალაქში მცხოვრებთა უმეტესობა სულ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ცენტრთან ახლოს მდებარე ისეთ ადგილებს, რომელიც მათ ეკოლოგიურ მოთხოვნებსაც პასუხობს. ამ მხრივ, ძალიან საინტერესოა მიმდინარე პროექტი „მეტრა პარკი“ ბაგებში, რომელიც სწორედ მსგავსი პრობლემების გადაწყვეტის ერთ-ერთ გზად გვესახება. საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს ქალაქის ცენტრთან ახლოს, თუმცა საკმარისად შორს იმისთვის, რომ ადამიანებმა სიმშვიდეში, ხმაურისგან და დაბინძურებისგან თავისუფლად იცხოვრონ. ადგილი შერჩეულია კვლევის საფუძველზე, რომელმაც აჩვენა, რომ აღნიშნული ადგილი ერთ-ერთი ყველაზე სუფთაა თბილისში. ამავდროულად, მშენებლობის დროს მაქსიმალურად მოხდა ადგილობრივი ეკოსისტემის შენარჩუნება. შესაბამისად, ტყე, რომელიც გარშემო არტყავს საცხოვრებელ კომპლექს იცავს მას ქალაქის ხმაურისგან და ჰაერის დაბინძურებისგან“.

[R]



განხილვა