in

4-ჯერ დიდი სითი მოლი! ქავთარაძეზე დიდი მშენებლობა იწყება!

სითი მოლი საბურთალო, რომელიც თბილისში, ქავთარაძის N1 მდებარეობს ფართოვდება. ამჟამად შენობის ფართი 17 000 ²-ია, პროექტის დასრულების შემდეგ კი ახალი შენობის სრული ფართი, ბიზნესცენტრის გარეშე, 87 000 ²-იქნება, ქალაქს კი 57 000 ² გასაქირავებელი ფართი შეემატება. მიწის ნაკვეთი, რაზეც შენობა იქნება განთავსებული შეადგენს 36, 000 მ²-ს.

ჩვენი გეგმების მიხედვით, ახალი სივრცე 2018 წლის ნოემბერში გაიხსნება. სითი მოლში ნებისმიერ ადამიანს ექნება საშუალება მთელი კვირის განმავლობაში ქალაქის ცენტრში იშოპინგოს, განიტვირთოს და გაერთოს მეგობრებთან ერთად. ამისთვის სავაჭრო ცენტრში ბევრი საინტერესო მაღაზიის, საკვები ობიექტის და გასართობი ტერიტორიის მოწყობა იგეგმება, როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის. ვგეგმავთ მშობლებისთვის სპეციალური მოსასვენებელი ადგილების გამოყოფა, რითაც მშობლებს ხელს შევუწყობთ, უკეთ გაატარონ დღე საკუთარ შვილებთან ერთად. მიწის ქვეშ განთავსდება 1500 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი. ეს ყველაფერი გვაძლევს ოპტიმიზს რომ დავაკმაყოფილებთ თბილისში არსებულ მოთხოვნას და 2018 წლიდან თბილისს ქალაქის ცენტრში სრულიად თანამედროვე და ახალი სივრცე შეემატება.” – აცხადებენ კომპანიაში.

მარკეტერი გთავაზობთ პროექტის ფოტოებს.

პიტერ დინკლიჯის დამაბნეველი კითხვები Cisco-ს ვიდეორგოლში

ალკოჰოლური სასმელის თავბრუდამხვევ სანახაობად ქცეული შემადგენლობა – Finlandia-ს ვიდეორგოლი