City Mall–ის ახალი ვებგვერდის შექმნის მთავარი მიზანი იყო მომხმარებლებისთვის თანამედროვე ციფრული გამოცდილების მიღება. სწორედ ამიტომ, შეიქმნა დახვეწილი სივრცე, სადაც შესაძლებლობა გაქვთ, სითი მოლში ვიზიტამდე, მარტივად და სწრაფად მიიღოთ ინფორმაცია ბრენდების, შეთავაზებებისა და სიახლეების შესახებ.
City Mall–ში წარმოდგენილია საერთაშორისო ბრენდების ფართო პორტფელი, მათ შორის უნიკალური და ექსკლუზიური კონცეფციები. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, ეს მრავალფეროვნება ადვილად აღსაქმელი და ინტუიციურად ხელმისაწვდომი გამხდარიყო.
ახალი დიზაინის შექმნისას ყურადღება გამახვილდა თითოეულ დეტალზე. დიდი ზომის ფოტოები, დინამიკური ვიზუალური ელემენტები და სუფთა ნავიგაცია ქმნის თანამედროვე ციფრულ სივრცეს, რომელიც საშუალებას გაძლევთ აღმოაჩინოთ City Mall-ის შესაძლებლობები. გარდა ამისა, ვებგვერდს დაემატა AI ასისტენტი, რომელიც ნებისმიერ დროს მზად არის დაგეხმაროთ და მომენტალურად მოგაწოდოთ სასურველი ინფორმაცია.
[R]











