in ,

„ბედნიერებას ვერ იყიდი, მაგრამ შეგიძლია, გააკეთო სწორი არჩევანი“- „სითი მოლის“ კამპანია

სითი მოლი“, როგორც ბრენდი, ცოტა ხნის წინ შეიქმნა და ცნობადობის გაზრდისა და ბაზარზე ბრენდის პოზიციონირებისთვის, ვიდეორგოლი შემოგვთავაზა სლოგანით – „ბედნიერებას ვერ იყიდი, მაგრამ შეგიძლია, გააკეთო სწორი არჩევანი“. ვიდეორგოლზე იმუშავა სააგენტო “Film Asylum-მა“, მუსიკას რაც შეეხება, სპეციალურად ამ რეკლამისთვის დაიწერა და მისი ავტორია სანდრო თედიაშვილი. „ვინ იცის, სად იყიდება ბედნიერება… ორაზროვანი წინადადებით შემოიფარგლება ამ რეკლამის იდეა, რომელიც კითხვის სახით არ არის დასმული, თუმცა ბევრისთვის შეიძლება, დისკუსიის საგანიც გახდეს“, – მარკეტერი ესაუბრა „სითი მოლის“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსს – სოფო კიკვაძეს კამპანიის მიზანსა და სტრატეგიულ ამოცანაზე.

BOG
BOG

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Ni7etgCb6bA[/embedyt]
M: რას ემსახურება თქვენი კამპანია?
როგორც წესი, საკმაოდ რთულია პოზიციონირება ბაზარზე, როცა მას დიდი ხნის განმავლობაში სხვა სახელით მოიხსენიებენ. „სითი მოლი საბურთალო“ ბევრისთვის ცნობილი არის, როგორც „ქავთარაძის გუდვილი“, რადგან „სითი მოლი“, როგორც ბრენდი არ არსებობდა. „სითი მოლი გლდანი“ კი ახალია, რომელიც სექტემბრის ბოლოს გაიხსნა. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ გადაგვეღო რეკლამა ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად.

M:
 ვიდეორგოლზე მუშაობისას, რა იყო თქვენი სტრატეგიული მიზანი და ამოცანა?

გვინდოდა ცოტა ექსცენტრიული, ემოციური და ესთეტიკურად მისაღები ვიდეორგოლის შექმნა. ვფიქრობ, ამ კამპანიის მთავარი მიზანია, ნებისმიერ მნახველს შეუქმნას დადებითი განწყობა და რამდენიმეჯერ ყურების სურვილი. ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს მიმართულება იქნება ძალიან საინტერესო ცნობადობის გასაზრდელად და ჩვენი სტრატეგიული მიზნის მისაღწევად.

M: ექნება, თუ არა კამპანიას გაგრძელება?
ამ კამპანიას, სავარაუდოდ, გაგრძელება ექნება მესამე კვარტალში, თუმცა ცოტა უფრო სხვა მიმართულებით.

Client: IG Development Georgia (City Mall)
Agency: Film Asylum
Chief Creative Officer: Vako Kirkitadze
Creative Director: Levan Sikharulidze
Executive Creative Director: Giga Baindurashvili
Copywriter: Tazo Narimanidze
Account Manager: Guga Gegechkori
Designer: Gvantsa Norakia
Art Supervisor: Giorgi Qobalia
Producer: Nikoloz Gugushvili
Director Of Photography: Guri Goliadze
Music By: Sandro Tediashvili
Strategic Planner: Ivane Goliadze
Editor: Sandro Qerauli
Accounting: Sali Naphetvaridze
Legal Adviser: Ani Janashia

Hostel Pinn – ძველისა და ახლის სინთეზით შექმნილი ჰოსტელი თბილისში

19 აპრილს თბილისის მოდის კვირეულის ახალი სეზონი იწყება