in

„სითი მოლი“ 10 წლისაა – „შეასხი ფრთები შენს სურვილებს“!

სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“, მე-10 დაბადების დღის აღსანიშნავად, 25-31 ოქტომბრის ჩათვლით, ექსკლუზიური ფასდაკლებები, საჩუქრები და უამრავი სიურპრიზი დაგხვდებათ!

„გახდი „სითი მოლის“ ლოიალური მომხმარებელი, ჩაერთე გათამაშებაში და მოიგე ავტომობილი“.

სადღესასწაულო გათამაშებაში მონაწილეობისთვის:

  • გაიარე რეგისტრაცია ბარათზე განთავსებული QR კოდის გამოყენებით, ან დარეგისტრირდი „სითი მოლის“ საინფორმაციო სივრცეში 
  • 25-31 ოქტომბრის ჩათვლით, სავაჭრო ცენტრში გახარჯული თანხის შესაბამისი ქვითრები წარადგინე საინფორმაციო სივრცეში და დააგროვე ლოიალობის ახალი პროგრამის ქულები. „სითი მოლის“ დაბადების დღესთან დაკავშირებით, თქვენ დააგროვებთ გაათმაგებულ „სითი ქულებს“ (ყოველ დახარჯულ 1 ლარზე დაგერიცხებათ 5 „სითი“ ქულა, დაგროვებული ქულების გამოყენების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ სმს-ის საშუალებით) 
  • მხოლოდ 25-31 ოქტომბრის ჩათვლით და „ვიზასთან“ კოლაბორაციის ფარგლებში,სითი მოლში“, Visa ბარათით ტრანზაქციების განხორციელებისას, ჯამურად, ყოველი 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის შენაძენზე, მიიღე საჩუქარი და ავტომობილის გათამაშების ერთი ბილეთი. ამისთვის მიმართე „სითი მოლის“ საინფორმაციო სივრცეს 
  • 350 ლარის ოდენობის ქვითრების დაგროვება შესაძლებელია სავაჭრო ცენტრში არსებულ  სხვადასხვა მაღაზიაში
  • ქვითრების წარდგენა „სითი მოლის“ საინფორმაციო სივრცეში უნდა მოხდეს შენაძენის დღესვე 

ავტომობილის გათამაშება გაიმართება კვირას, 31 ოქტომბერს, 20:00 საათზე „სითი მოლი საბურთალოს“ ცენტრალურ ატრიუმში – მისამართი: „სითი მოლი საბურთალო“, ვაჟა-ფშაველას გამზირი № 70.

„პირველი „სითი მოლი“, თბილისში, 2011 წელს, ქავთარაძის N1-ში გაიხსნა. ცენტრმა მალევე მოიპოვა მომხმარებლის სიყვარული, მრავალფეროვანი არჩევანითა და კომფორტული გარემოთი. 

„სითი მოლის“ სავაჭრო ნიშნის ქვეშ, 2016 წლიდან, ვეკუას N1-ში, ოპერირება დაიწყო ახალმა,  მულტიფუნქციურმა სავაჭრო ცენტრმა „სითი მოლი გლდანი“. სივრცე აღჭურვილია ღია და დახურული, 850 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომით. ფუნქციონირებს ჰიპერმარკეტი, კვების ობიექტები, ტანსაცმლის, სამშენებლო მარკეტი (DIY), საყოფაცხოვრებო ტექნიკის, საოჯახო ტიპის ბრენდული ობიექტები, გასართობი სივრცე. აღსანიშნავია ცენტრის გამორჩეული ლოკაცია – სამი უბნის: გლდანის, თემქისა და მუხიანის დამაკავშირებელ გზაზე.

2019 წლის შემოდგომაზე, ქავთარაძის N1–ში მდებარე „სითი მოლის“ სავაჭრო ცენტრი გაფართოვდა და „სითი მოლი საბურთალოს“ სახელით, 120 000 კვ/მ-ზე ოპერირება დაიწყო ახალმა, მრავალფუნქციურმა სავაჭრო კომპლექსმა.

ენერგოეფექტური, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური დიზაინის მქონე „სითი მოლი საბურთალო“ აღჭურვილია მიწისქვეშა ორ-დონიანი, 1500 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომით. სავაჭრო ცენტრი, ერთ სივრცეში, აერთიანებს უახლესი კონცეფციის მქონე ცნობილი, საერთაშორისო და ქართული ბრენდების მაღაზიებს. აქვე განთავსებულია პრემიუმ სივრცე – პრემიუმ ბრენდების მაღაზიებით და 3 500 კვ/მ სივრცის მქონე უნიკალური კონცეფციის ბავშვთა გასართობი ცენტრი „მეჯიქ სითი“.

სავაჭრო ცენტრთან ფუნქციონირებს „A კლასის“ ბიზნეს ცენტრი „სითი თაუერი“.

გილოცავთ და გეპატიჟებით „სითი მოლის“ დაბადების დღისადმი მიძღვნილ კვირეულზე, რომელიც 25-დან 31 ოქტომბერს გაიმართება. გვეწვიეთ და ისარგებლეთ ექსკლუზიური შეთავაზებებით.

შეასხი ფრთები შენს სურვილებს“!

[R]

აჭარაბეთზე გათამაშება დაიწყო!

სავაჭრო ცენტრი ,,სითი მოლი“ დაბადების დღეს ინოვაციური ლოიალობის პროექტით