in

“სითიმოლში” უნიკალური კონცეფციის ბავშვთა გასართობი ცენტრი “მეჯიქ სითი” იხსნება

„1 აპრილს, 12 საათზე, ვაჟა–ფშაველას N70–ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „სითიმოლში“, უნიკალური კონცეფციის მქონე, გრანდიოზული, მულტიფუნქციური ბავშვთა გასართობი ცენტრი „მეჯიქ სითი“ ოფიციალურად იხსნება!“

3 500 კვადრატულ მეტრ სივრცეზე გაშლილი გასართობი ცენტრი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტილის უახლესი ატრაქციონებით, სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვის გასართობ–შემეცნებითი სივრცეებითა და სათამაშო აპარატებით. „მეჯიქ სითიში“ განთავსებულია დაბადების დღის ცენტრი, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენს ბავშვებსა და მათ მეგობრებზე.

მეჯიქ სითი“, ატრაქციონების მრავალფეროვნებით გამორჩეული გასართობი პარკია 1–დან 15 წლამდე ბავშვებისთვის, სადაც ისინი დროს სასიამოვნოდ გაატარებენ მეგობრებთან, მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად.

„გვეწვიეთ! გაიცანით გასართობი ცენტრის ბინადარი – კოსმოსური პერსონაჟი,რომელმაც საცხოვრებელ პლანეტად ფერადი და ჯადოსნური „მეჯიქ სითი“ აირჩია.იმოგზაურეთ მასთან ერთად თქვენთვის შექმნილ ვირტუალური რეალობის, ექსტრემალური ლაბირინთების, ვიდეოთამაშების, დაუვიწყარი შეგრძნებების ჯადოსნურსამყაროში! გასართობი ცეცნტრი იხსნება 2021 წლის 1 აპრილს, 12 საათზე!დაესწარით ცენტრის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას, იხილეთ დრამერებისორკესტრის გრანდიოზული, მუსიკალური, შოუ მიიღეთ არაერთი საჩუქარი, გაერთეთგამორჩეული ატრაქციონებით და გაატარეთ შესანიშნავი დრო.“

 

[R]

შვილი, როგორც შთაგონება ცნობილი ნახატების გარდასაქმნელად – Lucas De Ouro-ს ნამუშევრები

იყიდე ახალაშენებული ბინა და მიიღე საჩუქარი – „რაც გაგიხარდება“