12
Nov
2019

„კავეაში“ ScreenX-ის ფორმატით ფილმების ჩვენება იწყება

12 Nov 2019

14 ნოემბერს, Cavea City Mall-ში, ScreenX პრემიერა გაიმართება. როგორც თავად ამბობენ, ეს პირველი შემთხვევაა მთელს კავკასიაში, როდესაც მაყურებელი ფილმს ამ ფორმატში ნახავს.

 

კინოეთეტრ „კავეაში“მუდმივად ვცდილობთ, რეგიონში პირველებმა დავნერგოთ ინოვაციური პროდუქტები.  ასეთი იყო, თავის დროზე IMAX, შემდეგ Dolby Atmos, ახლა კი ScreenX. ​ეს არის რევოლუციური ტექნოლოგია, რომელიც ფილმის ყურებას სრულიად განსხვავებულ გამოცდილებად აქცევს – სამი ეკრანი ებმის ერთმანეთს და ერთ სცენას აჩვენებს. პანორამული ხედვა მიახლოებულია რეალობასთან“, – ამბობს „კავეას“ მარკეტინგის დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სალომე კუპრაშვილი.

მისივე თქმით, ერთდროულად, სამ ეკრანზე ვიზუალური თხრობა მაყურებელს გასამმაგებულ შთაბეჭდილებას უტოვებს.

„ScreenX ფორმატში ფილმის ნახვა უფრო თამაშს ჰგავს, იმის აღქმა არ გაქვს, რომ კინოს უყურებ, მთლიანად ერთვები პროცესში“.

„ფორდ ფერარის წინააღმდეგ” პირველი ფილმია, რომელსაც მაყურებელი 14 ნოემბერს ScreenX ფორმატში უყურებს. სურათი, ერთდროულად სამ ეკრანზე, 270 გრადუსიანი პროექციით გავა.

 

„ეს არის ჯეიმს მანგოლდის ბიოგრაფიული დრამა, რომელიც ლემანის 24 საათიანი რბოლის მოსაგებად ორი ავტოგიგანტის, „ფორდისა“ და „ფერარის“ დაპირისპირების ნამდვილ ისტორიას ეფუძნება. ფილმში მთავარ როლებს ქრისტიან ბეილი და მეთ დეიმონი ასრულებენ“.

[R]

განხილვა