in

აიცერი „სითი მოლში“ – კომპანია ჯანდაცვის სამინისტროს ახალ პროექტს უერთდება

ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, დღეიდან, 2 სექტემბრიდან, ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები „სითი მოლი საბურთალოსა“ და „სითი მოლი გლდანის“ სავაჭრო ცენტრების ტერიტორიაზე განთავსდება.

ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ყოველდღე, 11:00-დან – 20:000-მდე იმუშავებს, მისამართებზე: 

  • „სითი მოლი საბურთალო“ – ვაჟა-ფშაველას გამზირი #70, ღია ავტოსადგომის ტერიტორია („სითი გარდენის“ მიმდებარედ)
  • „სითი მოლი გლდანი“ – ი. ვეკუას #1, ღია ავტოსადგომის ტერიტორია (მუხიანის მხარეს)

ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში, მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ და აცრის ჩატარებას სასურველი ვაქცინით შეძლებენ. სამგზავრო ავტობუსებში რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები, ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ. მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.

ახალი პროექტი „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაგრძელდება. „სითი მოლში“ ვაქცინაციის მოძრავი პუნქტების გახსნით, ორგანიზებას გავუწევთ დასაქმებულთა სრულ ვაქცინაციას. ამასთან, ხელს შევუწყობთ სავაჭრო ცენტრებში შემოსულ მომხმარებელთა და ახლო ლოკაციაზე მცხოვრები მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესს. აიცერი სითი მოლში!“

 

[R]

ნახეთ: გეომეტრიული ფორმებითა და 3D ილუზიით შექმნილი ფრესკები

„აჭარაბეთ არენაზე“, საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს გამართავს