in

სითი მოლ საბურთალოსა და სითი მოლ გლდანში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გრანდიოზულად აღინიშნება!

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სავაჭრო ცენტრი სითი მოლი საბურთალო და სითი მოლი გლდანი, ბავშვებს დაუვიწყარ და ზღაპრულ ღონისძიებას სთავაზობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს დღე მათთვის განსაკუთრებული და გამორჩეული გახდეს

“ღონისძიების ფარგლებში, რომელიც დღის 2 საათზე დაიწყება, სავაჭრო ცენტრი სითი მოლი საბურთალოს ბოლო/მეორე სართულზე, ბავშვებს უამრავი სიურპრიზი დახვდებათ. ჩვენ ვეცადეთ, რომ გაგვეცოცხლებინა ყველასათვის საყვარელი და ძვრიფასი ზღაპრის გმირები: ალადინი, ჟასმინი და მფრინავი ხალიჩა, არიელი, კონკია და უფლისწული,  პიტერ პენი, ალისა საოცრებათა ქვეყანაში და პინოქიო.”

პატარა სტუმრებს საშუალება ექნებათ თვითონ გახდნენ ზღაპრის გმირები და მიიღონ სახალისო აქტივობებში მომაწილეობა, ითამაშონ ჩრდილების თამაში, დაესწრონ ილუზიონისტის შოუს, გადაიღონ სურათები და ა.შ.

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღონისძიების კულმინაცია, რომელიც დასრულდება ნამდვილი ზღაპრული მეჯლისით. ასევე, სითი მოლი გლდანის სივრცეში ბავშვებს დაუვიწყარი და ზღაპრული დღე ელოდებათ, ზღაპრის გმირებით, სხვადასხვა შოუებითა და საჩუქრებით დატვირთული დღე სპეციალურად ჩვენი მომხმარებლისთვის იქმნება.”

დღის განმავლობაში, სავაჭრო ცენტრებში, სითი მოლის ლოიალობის ბარათი „სითი ქარდი“-თ გადახდის შემთხვევაში მომხარებელებს ექნებათ საშუალება მიიღონ ექსკლუზიური ფასდაკლებები და სპეციალური შეთავაზებები საბავშვო მაღაზიებში.

“ვფიქრობთ ყოველი დღე უნდა იყოს ლამაზი და განსაკუთრებული პატარებისთვის, ხოლო სითი მოლი თავის მხრივ ეცდება ეს მნიშვნელოვანი თარიღი დაუვიწყარ ჯადოსნურ თავგადასავლად აქციოს.”

სითი მოლი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!

გელოდებით ზღაპრულ დღესასწაულზე, ადგილზე დაგხვდებათ უამრავი საჩუქარი და ფასდაკლება!

[პარტნიორის კონტენტი]

#პორტფოლიო: ნახეთ და შეაფასეთ Hans & Gruber-ის ნამუშევრები

სერიალი, რომელმაც HBO-ს პირველი დიდი აღიარება მოუტანა