„პარადისი ჯგუფი“, რომელიც 2006 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს ისეთი საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიურ წარმომადგენელს, როგორიცაა New Balance, EA7 Emporio Armani, Peak, Icepeak და Luhta, ახალ ეტაპზე გადადის. კომპანია მომხმარებელს ახალ სპორტულ მიმართულებას სთავაზობს – “City Sport”-ს, მულტიბრენდულ მაღაზიას, რომელიც აერთიანებს სპორტულ მოდას, ფუნქციურობასა და ბრენდების მრავალფეროვნებას.
“City Sport”-ის შექმნის მთავარი მიზანი იყო მომხმარებლისთვის კომფორტული და ხარისხზე ორიენტირებული შოპინგ გამოცდილების შეთავაზება. სივრცეში, სადაც სპორტული სტილი და მსოფლიო ბრენდები ერთიანდება, შეხვდებით ისეთ წამყვან სახელებს, როგორიცაა: EA7 Emporio Armani, Colmar, Peak Sport, Icepeak და New Balance. ახლა უკვე შესაძლებელია, ერთ სივრცეში მოიძებნოს როგორც სპორტული ფეხსაცმელი, ისე ყოველდღიური ან აქტიური ცხოვრების სტილის შესაბამისი სამოსი.
ბრენდის ვიზუალური იდენტობა დეტალურად გააზრებული და გამორჩეულია. “City Sport”-ის ლოგო აერთიანებს როგორც ლათინური, ისე ქართული ანბანის ასოებს, რაც ხაზს უსვამს როგორც ადგილობრივ ფესვებს, ისე გლობალურ ხედვას. ლოგოს ხაზოვანი ელემენტები ასახავს ბრენდის დინამიკურ, სწრაფ და თანამედროვე ხასიათს.
„პარადისი ჯგუფის“ გამოცდილება საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობა კომპანიის ერთ-ერთ ძლიერ მხარეს წარმოადგენს. წლების განმავლობაში კომპანიამ დაამყარა სანდო და წარმატებული პარტნიორობა გლობალურად აღიარებულ ბრენდებთან. ამ პარტნიორობის შედეგია ხარისხიანი, ინოვაციური და სტილური პროდუქციის ქართულ ბაზარზე წარმოდგენა.
ბრენდებს შორის, აღსანიშნავია პარადისი ჯგუფის უახლესი იტალიური ბრენდი Colmar. კოლმარი 1923 წლიდან ოპერირებს და სპორტულ, განსაკუთრებით კი სათხილამურო სამოსის, ინდუსტრიაში ინოვაციების სიმბოლოა. დღეს, Colmar premium ხარისხის, ფუნქციური და დახვეწილი სტილის მქონე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სინონიმია, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლისთვისაც, ექსკლუზიურად „სითი სპორტის“ მაღაზიაში.
“City Sport”-ის მიზანია, გახდეს წამყვანი მულტიბრენდული სპორტული მაღაზია საქართველოში – ქალაქის სტილისა და მოძრაობის სიმბოლო, რომელიც მაღალხარისხიან სპორტულ პროდუქტს სთავაზობს ნებისმიერ მომხმარებელს.
მაღაზიის პირველი ფილიალი უკვე ფუნქციონირებს „თბილისი მოლის“ მეორე სართულზე, ხოლო უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ახალი ლოკაციის დამატება. ამასთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს ონლაინ პლატფორმის – Paradisi.ge – განვითარება, რაც მომხმარებელს უმოკლეს დროში და სახლიდან გაუსვლელად სთავაზობს პრემიუმ სპორტული ბრენდების შეძენის შესაძლებლობას.
[R]