ძალიან საინტერესო პროდუქტი გაქვთ, შეგიძლიათ დეტალურად მოგვიყვეთ თქვენი მთავარი სერვისის შესახებ?
სითიქომი საკმაოდ კომპლექსური, მაგრამ ამავდროულად ძალიან მარტივი პროდუქტია – ჩვენ ვართ სამეზობლოს ფინანსების შეგროვებისა და მართვის ციფრული სივრცე, რომელიც მეზობლებს საშუალებას აძლევს, მოაგვარონ კორპუსთან დაკავშირებული პრობლემები თანხის შეგროვების გამარტივებით და სხვა არაერთი ხელსაწყოთი
სხვა ხელსაწყოებში კი ჩვენ მოვიაზრებთ:
სამეზობლოს მართვის პლატფორმა, სადაც ყველა მეზობელს აქვს წვდომა ციფრულ ყულაბაზე, რეპორტინგზე, ხარჯების ანალიტიკაზე და არაერთ სხვა მნიშვნელოვან ფუნქციონალზე
ადმინ პანელი, სადაც კორპუსის მენეჯერი მარტივად და გამჭვირვალედ მართავს კორპუსის ბიუჯეტს და აორგანიზებს სამეზობლოს საკითხებს
სერვისების მარკეტი, სადაც სამეზობლოს ჩვენი ბაზის დახმარებით შეუძლია წამებში აარჩიოს სასურველი სერვის პროვაიდერი კორპუსის პრობლემის მოსაგვარებლად
კარის უსაფრთხოების სისტემა, სადაც სამეზობლოს შეუძლია თავის კორპუსში დააყენოს ბარათით ან დარეკვით კარის გაღების სისტემა
არჩევნები, სადაც სამეზობლოში ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება სრულიად ციფრული და მარტივი ხდება
ყველა ეს ხელსაწყო შექმნილია იმისთვის, რომ სამეზობლოს დაეხმაროს კორპუსის საქმეების მოგვარებაში, რაც ყველასთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა.
პირველი ნაბიჯის გადადგმა ყველაზე რთულია, მეორე ნაბიჯის გადადგმაში კი სითიქომი დაგეხმარება!
კარგად გვესმის, თუ როგორი ძნელია, იმ პირველი ნაბიჯის გადადგმა, იმ პირველი ინიციატივის აღება და იმ პირველი თანხის შეგროვება.
როდესაც კორპუსს არ ჰყავს ინიციატორი, არ აქვს თანხის შეგროვების სისტემა და არც მეზობლების დრო და რესურსი. ხშირ შემთხვევაში, ნებისმიერი საკითხი წყდება თავმჯდომარის კარდაკარ სიარულით, რაც ძალიან არაეფექტურია.
ზოგადად, არაორგანიზებულ სამეზობლოში, ერთი პრობლემის გადაჭრის საშუალო დრო შეიძლება თვეების და წლების განმავლობაში გაგრძელდეს, რაც შემდეგი პრობლემის გადაჭრის იმედს აღარ ტოვებს, უკვე რაღაცნაირად აღარ გჯერა, რომ ამ კორპუსში პრობლემა მოგვარდება.
აი ამ მომენტში ნებდება სამეზობლო და ამ მომენტში, 2017 წლიდან, სამეზობლოების ცხოვრებაში ჩნდება სითიქომი!
რას ნიშნავს თქვენთვის სამეზობლო?
ჩვენს წარმოდგენაში, სამეზობლო ცოტა სხვა რამეს ნიშნავს, უფრო სწორად სამაგალითო სამეზობლო.
მართალია, ყველა ვინც ერთ კორპუსში და გვერდიგვერდ ცხოვრობს არის მეზობელი, თუმცა კარგი სამეზობლო იქმნება ზრუნვით და კორპუსის საერთო პრობლემების და ინიციატივების გაზიარებით. ამ ყველაფერში დიდი პოტენციალი დევს და ჩვენ გვსურს ამ იდეის განვითარება და სამეზობლოებისთვის ეფექტური დახმარების გაწევა.
ის ადგილი, სადაც იღვიძებ და იძინებ, საიდანაც იწყებ დილას და ამთავრებ საღამოს, შენი სახლი და სამეზობლო – კიდევ უფრო კომფორტული და კეთილმოწყობილი გახდეს.
გვინდა, რომ სამეზობლოებს ვასწავლოთ ის, თუ რა არის საერთო საკუთრება, საერთო პასუხისმგებლობა და ამ საერთოზე ზრუნვა. უნდა გვესმოდეს, რომ სამეზობლოს მხოლოდ თავიანთი მაცხოვრებლები მართავენ და მხოლოდ თავისი ინიციატივით არის შესაძლებელი ცვლილებების შეტანა.
საერთოზე ზრუნვის იდეითა და შემართებით, დღეს სითიქომი 2000-ზე მეტ სამეზობლოს და 210 000-ზე მეტ მეზობელს უმარტივებს ყოველდღიურობას. ნახევარ მილიონზე მეტი გაცემული ბარათი, 30+ მეგობარი დეველოპერი კომპანია – ჩვენ გვჯერა რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, არ გავჩერდებით სანამ მთელ ქვეყანას არ ვანახებთ თუ რა არის ნამდვილი სამეზობლო!
ბოლო თვეების მონაცემებით, ყოველთვიურად საშუალოდ 2000 ახალი იუზერი გვემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე, მთელი საქართველო ერთი დიდი სამეზობლო გახდება!
ცოტა მეტი რომ გვითხრათ იმაზე, თუ როგორ მუშაობს სითიქომი?
სითიქომის სისტემის დაყენების შემდეგ, ყველა მაცხოვრებელს ყოველთვიურად შეაქვს თანხა საერთო ანგარიშზე, თანხის რაოდენობა კი ითვლება თითოეულ ბინაზე გათვლილი ინდივიდუალური ტარიფის მიხედვით. ტარიფის შედგენის პროცესი ძალიან მარტივია – ყველა კორპუსი თვითონ ადგენს ყოველთვიურ გადასახდელ თანხას, მაცხოვრებლების რაოდენობიდან გამომდინარე. კონკრეტული რიცხვის დადგენის შემდეგ კი, თუ მოსახლეობის 2/3 თანხმდება რომ ეს ტარიფი მისაღებია, მხოლოდ მაგ შემთხვევაში აქტიურდება სიტიქომი.
თანხის შეგროვების შემდეგ, მთლიან რაოდენობას მართავს პასუხიმგებელი პირი, იგივე თავმჯდომარე, იგივე კორპუსის მენეჯერი.
ჯამში ვიღებთ სრულიად გამჭვირვალე ციფრულ ყულაბას, სადაც ყველა მეზობელი მონაწილოებას იღებს თავისი სამეზობლოს შენებაში. დამატებით, ნებისმიერ მეზობელს თავისუფლად შეუძლია წარადგინოს თავისი ინიციატივა ინ იდეა კორპუსის მენეჯერთან და სამეზობლოს მხარდაჭერის შემთხვევაში, ინიციატივა აუცილებლად განხორციელდება
როგორც თავიდან ვახსენეთ, კორპუსის მენეჯერისთვის სითიქომს შექმნილი აქვს ცალკე ხელსაწყო, ადმინ პანელი, სადაც მისთვის ყველა საჭირო ფუნქციასა და ფინანსური ინსტრუმენტს ერთ სივრცეში იპოვის. მას შეუძლია მთლიანი ბიუჯეტის მართვა ისეთ სერვისებზე, როგორიცაა ლიფტის მომსახურება, დასუფთავება, შლაგბაუმის დაყენება, ელექტროენერგიის ხარჯები, კორპუსის კეთილმოწყობა და ასე შემდეგ
მაგალითად, ყველაზე მეტი თანხა მიდის კორპუსის კეთილმოწყობაზე (20%), ელექტროენერგიაზე (19%), ლიფტის მომსახურებაზე (17%), ელ.ენერგია (14%) და დასუფთავება (13%), დანარჩენი პროცენტი კი გადანაწილებულია სხვა კორპუსთან დაკავშირებულ სერვისებზე
როგორც ხედავთ, სამეზობლოსთვის და კორპუსის მენეჯერებისთვის ცალკე ციფრული პლატფორმები გვაქვს, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ორივეში დავამატოთ ისეთი ფუნქციონალი, რომელიც კონკრეტულად იქნება მორგებული ან მეზობელზე ან კორპუსის მენეჯერზე. ამის შედეგად კი ვიღებთ სინქრონს და იდილიას – სამეზობლოს სადაც ყველაფერი გამართულია, ყველაფერი გამჭვირვალეა, ყველაფერი მარტივად წყდება და არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა
როგორ შეიქმნა სერვისების მარკეტი?
ციფრული ყულაბის შექმნისა და წარმატების შემდეგ, ჩვენ მივხვდით რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. თანხა შეგროვდა, შემდეგ რა ხდება? გავიაზრეთ, რომ ამ ნაწილშიც შეგვიძლია დახმარება, რის გამოც შევქმენით სერვისების მარკეტი, რომელიც ასევე ამარტივებს მეზობლების ცხოვრებას.
სერვისების მარკეტის დახმარებით, სამეზობლოს შეუძლია აარჩიოს სერვისი, რომელიც დაეხმარება სადარბაზოს პრობლემის მოგვარებაში, შემდეგ აირჩიოს სასურველი ხელოსანი და მარტივად გამოიძახოს ის. ამის შედეგად, ვიღებთ სრულყოფილ გამოცდილებას, თანხის შეგროვებით დაწყებული, სერვისის გამოყენებით დამთავრებული.
ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ პორტალზე რეგისტრირებული ყველა პროვაიდერი არის დამოუკიდებელი ფიზიკური პირი და გაწეულ სერვისს ასრულებს სითიქომის კონტროლის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ სითიქომი არ არის პასუხისმგებელი სერვისის მომსახურების ხარისხზე.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი სერვისით უკმაყოფილო დარჩება, მაშ შეუძლია პროვაიდერს შესაბამისი რეიტინგი დაუწეროს და ამის შესახებ შეგვატყობინოს ჩვენ – სითიქომის ადმინისტრაციას. პროვაიდერის უხარისხო სერვისის შემთხვევაში, ჩვენ აუცილებად შევაჩერებთ მასთან თანამშრომლობას.
მთლიანობაში, რა როლს ითავსებს სითიქომი სამეზობლოს ცხოვრებაში?
სითიქომი მხოლოდ თანხის შეგროვებაში არ ეხმარება სამეზობლოებს. ჩვენი მთავარი მისია სულ სხვა რამეში მდგომარეობს – გავაერთიანოთ სამეზობლოები.
მეზობლობა ძალიან პასუხისმგებლიანი რამ არის, ერთმანეთის პატივისცემაზე აგებულ ურთიერთობაში, ყველა უნდა ასრულებდეს თავის როლს. წმინდად გვჯერა, რომ თუ ყველა მეზობელს ექნება გააზრებული მისი როლი და მნიშვნელობა, მთელი სამეზობლოც აშენდება, ასე მარტივად.
სითიქომით შეიარაღებული ძლიერი სამეზობლო კი, ნამდვილად შეუჩერებელია!
მოგვიყევით სითიქომის მომავალ გეგმებზე
ძალიან ბევრი სიახლე იგეგმება სითიქომის შიდა სამზარეულოში, ბევრზე ჯერ ლაპარაკი არ შემიძლია, მაგრამ რაღაცეებს მოგიყვებით.
ახლო მომავალში იგეგმება აპლიკაციის დიდი განახლება, სადაც მეზობლებს კიდევ მეტი ფუნქციონალით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ მეზობლობის გასამარტივებლად.
[პარტნიორის კონტენტი]