in

„სითიფეი“ GITA-ს გამარჯვებულია – საერთაშორისო კრიპტოგადახდების მიღება და ლარში კონვერტაცია

კრიპტოგადახდის პლატფორმა, CityPay.io სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების თანადაფინანსების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა და 100 000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა.

BOG
BOG

„სითიფეის“ დამფუძნებლების, ბექა ქემერტელიძისა და ერალფ ჰატიპოღლუს განცხადებით, მიღებული თანხის უმეტეს ნაწილს, საერთაშორისო ბაზარზე შესვლასა და განვითარებას მოახმარენ. 

CityPay.io კომპანიებს საერთაშორისო გადახდების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. კომპანიის პარტნიორ ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ, გადახდები მიიღონ მომენტალურად, კრიპტოვალუტით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და რაც ყველაზე მთავარია, გადახდის მიღება შესაძლებელია ლარში –  კონვერტაციისას შესაძლო ყველანაირი დანაკარგის გარეშე. შესაბამისად, CityPay-ს პარტნიორი კომპანია საკუთარი პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვისას ღირებულების სრულ თანხას იღებს ადგილობრივ ვალუტაში (ლარში), სწრაფად და მარტივად.

პლატფორმა ნებისმიერ ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს საერთაშორისო გადარიცხვები საშუალოდ, 4-ჯერ უფრო დაბალი საკომისიოთი, ვიდრე აქამდე არსებულ სტანდარტულ შემთხვევებში. მათი მომხმარებლები კი ისარგებლებენ დაცული და ანონიმური გადახდის მომსახურებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

CityPay.io არა მხოლოდ ონლაინ ბიზნესს, არამედ ფიზიკური ლოკაციების მქონე სხვადასხვა ტიპის კომპანიებს, მათ შორის, სარესტორნო, სავაჭრო და გასართობ ორგანიზაციებს სთავაზობს თანხის ადგილზე მიღების შესაძლებლობას, ინდივიდუალური QR კოდის გენერირებით.

როგორ ახერხებს კომპანია ტრანზაქციების ღირებულების შემცირებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ახალ და საერთაშორისო ბაზარზე, ამის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ, გაეცნოთ კომპანიის ვებგვერდზე: www.citypay.io ან CityPay-ს Facebook გვერდზე. 

 

ახალ სამსახურს ოპტიმისტები უფრო მარტივად პოულობენ!

სულ მინდოდა ამის გაკეთება! – Jack Daniels-ის რეკლამა