in

“პირველი კრიპტო ინვესტიცია საქართველოში” – CityPay.io

CityPay.io პირველი სტარტაპია, რომელმაც 500 000 $ ინვესტიცია კრიპტოვალუტაში აიღო

ბოლო პერიოდში კრიპტოვალუტის მიმართ საზოგადოების ინტერესი საკმაოდ სწრაფად იზრდება, ისევე როგორც კრიპტოს მფლობელების რიცხვი, რამაც კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობაზე მაღალი მოთხოვნა წარმოქმნა. დაბალი საკომისიოები, დაცული და ანონიმური ტრანზაქციები, ტრანზაქციის სისწრაფე და მაღალი ლიმიტები ის ძირითადი ბენეფიტებია, რის გამოც კრიპტოს მფლობელები ტრანზაქციის განხორციელებას ციფრული ვალუტით ამჯობინებენ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ონლაინ (e-commerce) გადახდებისას კრიპტო გადახდის ტრანზაქციის საშუალო მოცულობა დაახლოებით ორჯერ მეტია, ვიდრე საბარათე გადახდისას.

სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში პირველი პრეცედენტი – ქართული სტარტაპის, CityPay.io -ის მიერ ინვესტიციის კრიპტოვალუტით მიღება განხორციელდა. სტარტაპი თავადაც რეგიონში პირველ და უნიკალურ პლატფორმას ქმნის და ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის კრიპტო გადახდების მიღებას შესაძლებელს ხდის.

საინვესტიციო რაუნდი CityPay.io-მ ორი თვის წინ წარმატებით გახსნა, რამდენიმე ქართველ და უცხოელ ინვესტორთან მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ შეთანხმება გააფორმა და ენჯელ ინვესტიცია 500 000 $-ის ექვივალენტი კრიპტოვალუტაში მიიღო. CityPay.io-ში ამბობენ, რომ მათი სამომავლო გეგმები საერთაშორისო ბაზრის, კონკრეტულად კი CIS ქვეყნების ათვისებას მოიცავს, რაც ინვესტიციის მიღების მთავარი მიზანი იყო. როგორც დამფუძნებლები ბექა ქემერტელიძე და ერალფ ჰატიპოღლუ აცხადებენ, თანხის ნაწილი პროდუქტის განვითარებაში, ხოლო დიდი ნაწილი მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით დაიხარჯება, რათა სწრაფად გაზარდონ პარტნიორთა რიცხვი და კრიპტო გადახდების ათვისების პროცესი გლობალურად დააჩქარონ.

CityPay.io-ს უკვე 300-ზე მეტ ბიზნესს უწევს გადასახადების მიღების მხარდაჭერას, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ ლოკაციებზე. პროცესი საკმაოდ მარტივია, ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდგომ კომპანია კაბინეტში ქმნის საფულეს, სადაც ავტომატურად ან ხელით გენერირდება გადახდის ორდერი სპეციალური QR კოდით, რომელსაც მომხმარებელი საკუთარი ნებისმიერი კრიპტო საფულის აპლიკაციით ასკანერებს და ასრულებს გადახდას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანიას თანხის გატანა ეროვნულ ვალუტაში შეუძლია – ზუსტად პროდუქტის ღირებულების  რაოდენობით.

CityPay.io გახდა მასშტაბური ევროპული აქსელერატორის – StartupYard-ის ერთ-ერთი რჩეული სტარტაპი და გაიარა მენტორშიფის 3 თვიანი პერიოდი, რამაც კიდევ უფრო დააჩქარა კომპანიის განვითარების პროცესი.

[R]

ეს არ არის სიყვარული! – Ogilvy-ის ვიდეორგოლი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

ვაქცინა მუშაობს! ევექსი ჰოსპიტლები ვაქცინაციის კამპანიას განაგრძობს!