ახლოვდება მე-10, საიუბილეო სფოთლაითი, მთავარი თემით „მემკვიდრეობა“. 23-24 დეკემბერს, ორი დღის განმავლობაში, წლის მთავარი მარკეტინგული დღესასწაული გაიმართება. 2013 წლიდან მოყოლებული, სფოთლაითი აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს და იქცა სივრცედ, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. საიუბილეო ღონისძიების მხარდამჭერებს შორის არიან კრიპტო გადახდების კომპანია CityPay.io და Tether, რომლებიც სტუმრებს ნამდვილ კრიპტოგამოცდილებას უმზადებენ. სფოთლაითთან მეგობრობაზე CityPay.io-ს წარმომადგენლები გვესაუბრნენ.
M: როგორც მხარდამჭერს, რა ღირებულებები გაერთიანებთ Spotlight-თან?
ჩვენ გვჯერა შთაგონების, გაზიარებისა და ერთიანობის ძალის, რომელიც Spotlight-ის მთავარი ღირებულებებია. პროფესიული თუ პირვონული განვითარება და საჭირო კავშირების შექმნა ჩვენს ინდუსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანია და Spotlight ამაში დიდ როლს ასრულებს. მოხარული ვართ, რომ წელს, შესაძლებლობა გვაქვს ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მისიის შესრულებაში, რომელიც უკვე ათწლეულის განმავლობაში მიმდინარეობს.
M: ღონისძიების წლევანდელი თემაა „მემკვიდრეობა“. თქვენი შეფასებით, როგორია Spotlight-ის „მემკვიდრეობა“?
Spotlight-ის მემკვიდრეობა ის ადამიანები არიან, ვინც 10 წლის განმავლობაში მისგან წაღებული ინსპირაციით ქმნიან პროექტებსა და ღირებულებას ბაზარზე. ამ წლების განმავლობაში, Spotlight გახდა ინდუსტრიის წამყვანი ძალის გაერთიანების ადგილი, რომელიც დიდი მუხტის მატარებელია. თითოეული სპიკერი წლის საუკეთესო გამოცდილებას აზიარებს, რაც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა.
M: წლევანდელი ღონისძიება განსხვავებულია – საიუბილეოა და ამავდროულად, ორი დღის განმავლობაში გასტანს. როგორია მოლოდინები წლევანდელ სფოთლაითთან დაკავშირებით?
მოხარული ვართ, რომ CityPay.io და Tether საიუბილეო სფოთლაითის მხარდამჭერები ვართ და პირველად ღონისძიების ისტორიაში, სტუმრებს ნამდვილ კრიპტოგამოცდილებას შევთავაზებთ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი ჩვენი აქტივობები სფოთლაითის მთავარ თემას – „მემკვიდრეობას“ მოვარგეთ და გვსურს სტუმრებს ვაჩვენოთ ფულის განვითარება და კრიპტოვალუტის გამოყენება პრაქტიკაში.
ღონისძიებაზე წარმოდგენილ ჩვენს Merch-Store-ში ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა შეიძინოს სამახსოვრო მაისური კრიპტოვალუტის დახმარებით.
ველოდებით, რომ ეს საიუბილეო სფოთლაითი იქნება 10-წლიანი მემკივდრეობის საუკეთესო შეჯამება და ბევრი ახალი იდეის დასაბამი. გვიხარია, რომ ვართ ამ პროცესის მონაწილე და ჩვენი წვლილი შეგვაქვს ინდუსტრიის განვითარებაში.
ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche
ვერცხლის სპონსორი: McDonald’s, Elit Electronics, Lutecia, Extra.ge
მხარდამჭერები: Delonghi, ლურჯი ოკეანე, Aldagi, It Academy STEP, Aversi, m2, Midea, Gulf, Cryptal, თეთრი კვადრატი, Fitpass, ბორჯომი, ზარაფხანა, მაქსთერმი, Wolt, Kärcher, FlowMaster.online, Citypay.io
არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.