10
იან
2018

საქართველო და თამარ მეფის ეპოქა მსოფლიო დონის ვიდეოთამაშის უახლეს ვერსიაში!

10 იან 2018

veon


Sid Meier’s Civilization სტრატეგიული ვიდეოთამაშია, რომელიც 1991 წელს შეიქმნა. თამაში საშუალებას იძლევა, აირჩიო სასურველი ცივილიზაცია, რეალური პერსონაჟებითა და ისტორიით, იმ რესურსებით, რაც იმ ცივილიზაციისთვის არის დამახასიათებელი, მოირგო კონკრეტული მმართველის როლი და იბრძოლო ლიდერობისთვის. თამაში შესაძლებელია როგორც სხვა გეიმერებთან, ისე თავად კომპიუტერთან, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. თამაშიც უახლეს ვერსიას Civilization VI: Rise and Fall თამარ მეფის პერსონაჟი და საქართველოც დაემატა. აღსანიშნავია, რომ თამაშის აღწერაში მეფე თამარი მოხსენიებულია როგორც ბრძენი და დიპლომატიური, იდეალური მმართველი, ხელოვნების გულშემატკივარი, რომელმაც ააღორძინა ტაძრები, განავითარა ვაჭრობა, ხელი შეუწყო კანონმდებლობის გაუმჯობესებას და ა.შ. აღწერილია ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი ნაგებობები, ხევსური მეომრები, მათი ჩაცმულობა, ხასიათი და კულტურა.

თამარ მეფის გახმოვანებაზე ხმის დიზაინერმა ბესო კაჭარავამ იმუშავა, გუნდთან ერთად. თამაში 2018 წლის 8 თებერვალს გამოვა.

 

განხილვა