Clairy ოთახის მცენარეა, რომელიც დიდი რაოდენობით სუფთა ჰაერს გამოყოფს. განთავსებულია ორ ნაწილად გაყოფილ ქოთანში. ზედა ნაწილში იზრდება ყვავილი, ქვევით კი ვენტილატორის მსგავსი მოწყობილობაა დამონტაჟებული. სწორედ მისი საშუალებით იფრქვევა მთელს სახლში სუფთა ჰაერი, მანამდე კი, ყვავილი, ოთახებში არსებულ დაბინძურებულ ჰაერს შთანთქავს.
[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=5uWfzLlXXlw[/embedyt]
Clairy-ის ქოთანში განთავსებულია სხვადასხვა სახეობის მცენარეები. მორწყვისას, წყალი ფესვებში მცირე ზომის რეზერვუარით ჩადის. ოთახებში დიდი რაოდენობით სუფთა ჰაერი ქოთნის კიდეზე არსებული სპეციალური ღილაკის დაჭერისთანავე იფრქვევა.
Clairy არ მოიხმარს დიდ ენერგიას და არ გამოსცემს ხმას. მისი მართვა შესაძლებელია მობილური აპლიკაციითაც.










