Claritin-მა, რომელიც ალერგიის საწინააღმდეგო წამალია, სააგენტო BBDO–სთან ერთად, ძალიან საინტერესო და საკმაოდ სასარგებლო ექსპერიმენტი ჩაატარა. მედიკამენტის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებმა, ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად ოჯახები მოიწვიეს. მშობლებს, ბავშვებთან ერთად, ახალგამოცემული ლექსიკონები დაურიგეს და ჩვეულებრივი ყოველდღიური სიტყვების განმარტებების მოძებნა სთხოვეს, რაც, რა თქმა უნდა, მარტივი დავალება აღმოჩნდა. ამის შემდეგ, ისეთი სიტყვების პოვნა დაავალეს, როგორიც მაგალითად ნუში, წიფელი, რკო და სხვა ბუნებაში არსებული მცენარეებისა თუ ცხოველების დასახელებებია, მიუხედავად ბევრი ძებნისა, სამწუხაროდ, მსგავსი სიტყვების აღმოჩენა ვერ მოახერხეს.
https://www.youtube.com/watch?v=ugi8Kfh-Wco
პირველ რიგში, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ადამიანის სამეტყველო ენიდან ქრება ბუნებასთან დაკავშირებული სიტყვები. სტატისტიკურად, ადამიანები ცხოვრების 95%–ს დახურულს სივრცეში ატარებენ. რატომ? კომპიუტერი, ტელევიზია, თანამედროვე ტექნოლოგია, სოციალური ქსელები… ტყეებსა და სანაპირო ზოლებში სეირნობა უკვე ისეთი აქტუალური აღარ არის. ამ ყველაფერს იმ შედეგამდეც მივყავართ, რომ ადამიანების ალერგიულობისა თუ სხვა დაავადებების საფუძველი სწორედ ბუნებისა და სუფთა ჰაერის ნაკლებობა ხდება.