ფეხსაცმლის ბრენდ Clarcks-ს სუბკულტურების ათვისების მდიდარი ისტორია აქვს, რაც მარკეტინგულ კამპანიებში 60-იან, 70-იან და 80-იან წლებს უკავშირდება. თუმცა, როგორც ამბობენ, მისი ყველაზე პოპულარული ეპოქა 90-იანებში იყო, როდესაც ბრენდის ისტორიაში ჰიპ-ჰოპი შემოვიდა.
უბრალოდ, დროის სვლასთან და ბოტასების ტრენდის აღზევებასთან ერთად, კლარკსმა კულტურული აქტუალობა დაკარგა — შესაბამისად, უფრო მეტად სკოლის ფეხსაცმლის მიმართულებით დაიწყო პოზიციონირება. თუმცა ახლა ბრენდმა გადაწყვიტა, თავის ფესვებს დაჰბრუნებოდა, ნოსტალგიური ელემენტები ჩაერთო თავის მარკეტინგში. ვინაიდან ამჟამად ზეტ თაობის და ტიკტოკის ეპოქაში ვართ, კლარკსმაც ამ მიმართულებით მიაპყრო ფოკუსი: 90-იანებში ახლებური ხედვით დაბრუნდა.
„მე 90-ანი წლების დიდი ფანი ვარ. იმ პერიოდში გაზრდა ძალიან სახალისო იყო — ახალი ფეხსაცმელი და მასთან დაკავშირებული სარეკლამო კამპანიაც მას დავუკავშირეთ“, — ამბობს ტარა მაკრეი, კლარკსის გლობალური მარკეტინგის ხელმძღვანელი.