ეს პროექტი საზოგადოების დიდი ხნის მოთხოვნას პასუხობს, გადაეღოთ სრული ფილმი Clash Royale-ზე. ამიტომაც გადაწყვიტა Uncommon Stockholm-მა შვიდ წამყვან საპროდიუსერო კომპანიასთან გაერთიანება. შედეგად Clash Royale-ის 9-წუთიან მოკლემეტრაჟიან ფილმს ვიღებთ, თამაშის ახალი Heroes-ის ვერსიით.
შედეგზე ნაკლები, არც მოსამზადებელი პროცესი ყოფილა — თითოეულმა საპროდიუსერო პარტნიორმა ერთი სცენა შექმნა საკუთარი ხელწერით, დაწყებული „მძიმე მეტალის სტოპ-მოუშენით“, გაგრძელებული 80-იანი წლების ფენტეზითა და დამთავრებული 90-იანების კომერციული სათამაშოების ენერგიით. შვიდივე დამოუკიდებლად მუშაობდა, მხოლოდ პერსონაჟების ჩამონათვალი ჰქონდათ, იცოდნენ საწყისი წერტილი და გადასვლები, შედეგად კი სწრაფი ბრძოლის სცენა შემოგვთავაზეს, რომლითაც 4 ახალი გმირიც გააცნეს მაყურებლებს.
Uncommon Stockholm-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი მაქს ჰალთბერგი ამბობს:
„ეს ხელით შექმნილი ფილმების ზეიმია, სადაც ხელოვნური ინტელექტი არავის გამოუყენებია, უბრალოდ შემოქმედებითი ხედვით ვისარგებლეთ, რომელიც ერთი მარტივი დაპირების ირგვლივ გაერთიანდა. გვინდოდა, შეგვექმნა ის, რაც ჩვენს საზოგადოებას მოეწონებოდა, მაგრამ ამასთან, ახალ მოთამაშეებსაც გააცნობდა Clash Royale-ს“.
და თუ რამდენად მოახერხეს ეს, თავად შეაფასეთ:











