ძირითადად Coca-Cola თანამედროვე, ახალგაზრდა აუდიტორიაზე მორგებული რეკლამებს გვთავაზობს, თუმცა, ასე არ ხდება ამ შემთხვევაში. ამჯერად ნოსტალგიებით თამაში გადაწყვიტა და მომხმარებელს შეახსენა, რომ კულტურის ნაწილი იმ დრომდე იყო, სანამ მობილურები გამოჩნდებოდა… ამის საილუსტრაციოდ კი იმ კლასიკურ ლიტერატურულ ნაწარმოებებს ბეჭდავს, რომლებშიც კოკა-კოლას ახსენებენ.
ამ იდეას კი Classic-ის კამპანიაში აერთიანებენ, ამიტომაც ახალი რეკლამა საბეჭდი მანქანის კადრით იწყება და სტივენ კინგის „ნათებას“ გვიყვება. მაყურებელი თვალს ძველი შრიფტით ნაწერ ნარატივს ადევნებს მანამ, სანამ კოკა-კოლა არ ხსენდება. აბზაცი შავ-თეთრ ფერებში იბეჭდება, ხოლო კოკა-კოლას ფრაგმენტები „ნათებიდან“, ნაიპოლის წიგნიდან „სახლი მისტერ ბისვასისთვის“ და ჯეიმზ ბალარდის Extreme Metaphors-დან ლოგოს ფორმატში გვხვდება.
„კოკა-კოლა ყოველთვის იყო უბრალო სასმელზე მეტი, კულტურული ნიშანი, რომელიც ბუნებრივად პოულობს ადგილს იმ ამბებში, რომლებიც გვიყვარს. Classic-ით ამ მემკვიდრეობას მივაგებთ პატივს, მის ლიტერატურაში არსებობას ვაცოცხლებთ ისე, რომ ნოსტალგიურიც იყოს და ახალიც“, — განმარტავს რაფაელ პიტანგი, VML-დან.
ამგვარად, კოკა-კოლამ ახალი გზა იპოვა ბრენდის კულტურის ნაწილად წარმოჩენისთვის და გვაჩვენა, რომ იგი ლიტერატურული ისტორიის თანამოზიარეც გახლავთ.