10
Jan
2019

როგორი იქნებოდა ცნობილი მხატვრების ლოგოები?

10 Jan 2019

წარმოიდგინეთ, კლასიკური ხელოვნების წარმომადგენლებს საკუთარი ლოგოები რომ ჰქონოდათ. როგორი იქნებოდა რენესანსის პერიოდის მხატვრების, იმპრესიონისტები, მოდერნისტების ბრენდინგი? ბრაზილიელმა არტ-დირექტორმა მილტონ ომენამ შეისწავლა ლეონარდო და ვინჩის, ვინსენტ ვან გოგის, პაბლო პიკასოსა და სხვა ლეგენდარული ხელოვანების ხელწერა და მათთვის დამახასიათებელი სტილის მიხედვით შექმნა ლოგოები. ამგვარად, მილტონს სურდა ხელოვანები წარმოეჩინა ბრენდებად, რომლებმაც საკუთარი პროდუქტები შექმნეს.

 

ლეონარდო და ვინჩი

მილტონ ომენამ ლეონარდო და ვინჩის ჩანახატები, ჩანაწერები და კვლევები შეისწავლა. დააკვირდა მის ნამუშევრებს და ჩათვალა, რომ და ვინჩის გამომგონებლური უნარი მის პიროვნებას ყველაზე უკეთ გამოხატავდა.

ვინსენტ ვან გოგი

ვან გოგისგან გრაფიკულმა დიზაინერმა ხატვის გამორჩეული ხელწერა აიღო. ვან გოგის ლოგოს შთაგონების წყაროდ “ვარსკვლავებიანი ღამის” ვიზუალი იქცა.

კლოდ მონე

მონე იმპრესიონიზმის გამორჩეული წარმომადგენელი იყო. მისი ნამუშევრებიდან, ბრენდინგისთვის, მილტონმა ტბაზე გადებული ხიდი გამოიყენა.

სალვადორ დალი

ალბათ, ყველაზე უცნაური სიურრეალისტი მხატვარი. დაუვიწყარია მისი გამორჩეული სტილი, დამახასიათებელი ულვაშები და შესაძლოა, მოშინაურებული ჭიანჭველაჭამიაც კი. გრაფიკულმა დიზაინერმა სალვადორ დალის ბრენდინგის შექმნისას მისი ცნობილი მდნარი საათი გამოიყენა.

პაბლო პიკასო

კუბიზმის ალბათ ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, რომლის ნახატებიც აუქციონზე ყველაზე ძვირადღირებულ ნამუშევრებს შორისაა.

პიტ მონდრიანი

ჰოლანდიელი მხატვარი. ნეოპლასტიციზმის მიმდინარეობის წარმომადგენელი მონდრიანი ნამუშევრებში გეომეტრიულ ფიგურებსა და მკაფიო ფერებს ირჩევდა. მისი ნამუშევრები არქიტექტორებისა და გრაფიკული დიზაინერების შთაგონების წყაროდ იქცა.

ჯეკსონ პოლოკი

აბსტრაქტული ექსპრესიონისტი. მის ნამუშევრებს მეამბოხე ხასიათი ეტყობათ. მას იატაკზე უყვარდა ხატვა, ხოლო ნამუშევრებზე ხშირად დარჩენია მიმწვარი სიგარეტის კვალი.

ენდი უორჰოლი

პოპ-არტის მიმდინარეობის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, მკაფიო და განსხვავებული სტილით. სატირით აღსავსე მისი ნამუშევრები დიდებისა და სიმდიდრის სიყვარულს ეხმიანება.

განხილვა