in

ამ AI მოდელს წიგნების წაკითხვა და საფუძვლიანი ანალიზის დაწერა შეუძლია

Claude — ეს არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩეტბოტი, რომელსაც წიგნების კითხვა და მათი ანალიზი შეუძლია. სტარტაპმა, სახელწოდებით Athropic, მოდელი ე. წ. „კონსტიტუციური AI“ მეთოდით გაწვრთნა და შექმნა და სწორედ ასე მიიღეს კრიტიკული სისტემა, რომელსაც რაღაცის განსჯა და თვითგანვითარება შეუძლია.

როგორც თავად აღნიშნავენ, მთავარი მიზანი ისეთი ჩეტბოტის შექმნა იყო, რომელსაც ყოველგვარი მიკერძოების თუ სიძულვილის ენის გარეშე გამოიყენებენ. ამავდროულად, Claude თავდაპირველად იმისთვის შეიქმნა, რომ მომხმარებლებს კოდირებაში ან იურიდიული დოკუმენტის განხილვაში დახმარებოდა. ხოლო ახლა მოდელს ვრცელი რომანის დამუშავება ერთ წუთზე ნაკლებ დროში შეუძლია — აქ საშუალოდ 75 000-სიტყვიანი ანალიზი იგულისხმება.

აქვე აღსანიშნავია, რომ გარდა წიგნებისა, Claude-ს ნებისმიერი სახის ტექსტის ანალიზი შეუძლია. უბრალოდ, აუცილებელია, სიტყვების რაოდენობა მინიმუმ 70 000-ს აღწევდეს. სტარტაპის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ვხედავთ, რომ AI მოდელს „დიდი გეტსბის“ ასლი მიაწოდეს — ჩეტბოტს მხოლოდ 22 წამი დასჭირდა მთელი ნაწარმოების გასაანალიზებლად. ამასთანავე, Claude-ს 6-საათიანი ჩანაწერის ტექსტად გარდაქმნაც შეუძლია.

Anthropic-ის უახლესი განახლება ახლა ხელმისაწვდომია მისი ბიზნესპარტნიორებისთვის. ის იძლევა ფინანსური ანგარიშგების და კვლევითი ნაშრომების მოკლედ შეჯამების, იურიდიულ დოკუმენტებში რისკებისა და არგუმენტების იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

თიბისის განაწილების შეთავაზება — დასაჩუქრდით 5000, 3000 ან 1000 ლარით

„ვოლვო ქარ საქართველო“ „ქოლგა თბილისი ფოტოს“ პარტნიორია