in

ბუნებიდან მიღებული შთაგონებით შექმნილი მრავალშრიანი, მანათობელი ინსტალაცია

ვენესუელელმა მხატვარმა კლაუდია ბუენომ ბუნებაში ნანახი რთული ფორმების შთაგონებით ლას–ვეგასის ახალ საგამოფენო სივრცეში Meow Wolf, შექმნა მანათობელი ინსტალაცია.

იგი მოიცავს თეთრ შრეებს 60 მინის პანელზე, რომლებიც განათების შემდეგ ცოცხალი ორგანიზმების მსგავსად მოძრაობენ და ტრიალებენ. ინსტალაციის შთაგონება მაშინ მოვიდა, როდესაც ბუენო იელოუსტოუნის ეროვნულ პარკს ეწვია და ბუნებრივი პეიზაჟით იყო აღფრთოვანდა. ამასთან, მისი ყურადღება არა კანიონებმა ან აყვავებულმა ტყეებმა მიიპყრო, არამედ პატარა ბუნებრივმა სტრუქტურებმა. 

შედეგად შეიქმნა მრავალშრიანი, მანათობელი ინსტალაცია, რომელიც ბუნებაში აბრუნებს მნახველებს.

Facebook მომხმარებლების ტელეფონის ნომრები Telegram bot-ის მეშვეობით იყიდება

ორბელიანის მოედანზე სალომე მაჩაიძის, უტა ბექაიას და თამუნა ქარუმიძის ინსტალიაციებს შეხვდებით