შესაძლოა ლიფტებზე ბევრს არ ვფიქრობდეთ, როდესაც მშენებარე პროექტს ვირჩევთ – მაგრამ ლიფტის ხარისხი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე იმ მომენტიდან, როდესაც პროექტი ექსპლუატაციაში ეშვება. ხარისხიანი ლიფტი უსაფრთხო და კომფორტული ექსპლუატაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. CLC Elevator კი ამ დარგში 2018 წლიდან ხარისხისა და მომსახურების სტანდარტების სათავეშია. დღეს კომპანია უკვე მყარად დგას ქართულ ბაზარზე და დარგის უდავო ლიდერის პოზიციას იკავებს.
2025 წლის მონაცემებით, CLC Elevator უკვე 3500-ზე მეტ დასრულებულ პროექტს ითვლის და ამჟამად 400-ამდე მიმდინარე პროექტზე მუშაობს. მიუხედავად მაღალი და მუდმივად ზრდადი დატვირთვისა, კომპანია არა მხოლოდ ინარჩუნებს ხარისხის სტანდარტებს, არამედ გამუდმებით აუმჯობესებს მათ. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ლიფტების კომპანია CLC Elevator უკვე ზედიზედ მესამედ დასახელდა წლის ლიდერ კომპანიად „შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა” და „ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის” მიერ, რომელიც ერთადერთი საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოებაა საქართველოში. კომპანია, ასევე, პრესტიჟული „ოქროს ბრენდის” ჯილდოს მფლობელია, რომელიც 2022 და 2023 წლებში მოიპოვა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი წამყვანი პოზიცია ბაზარზე.
კომპანიის პორტფოლიო მოიცავს როგორც კერძო სექტორის წამყვან სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს, ისე სახელმწიფო დაწესებულებებს. კერძო სექტორში CLC-ის პარტნიორები არიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა „ანაგი”, „საბა ქონსთრაქშენი”, „ALMA”, „არაკი” და სხვა.
CLC Elevator-ის წარმატების საფუძველი საქმისადმი დინამიკური მიდგომა და მუდმივად ახალი ინოვაციების დანერგვის ამბიციაა. კომპანია 2025 წლიდან საქმიანობის არეალის გაფართოებასა და რეგიონში პირველი ლიფტების ქარხნის გახსნას გეგმავს. კომპანიის მისია პროფესიონალიზმითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით უფრო ჰარმონიული ცხოვრების სტილის შექმნაა. ეს ფილოსოფია ასახულია მათ ყველა პროექტში – დაწყებული საცხოვრებელი კომპლექსებით, დამთავრებული სახელმწიფო დაწესებულებებით.
CLC Elevator-ის ლიფტები მოიცავს პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს. კომპანია მუშაობს როგორც სტანდარტული სამგზავრო, ისე სატვირთო და შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტების იმპორტზე, მონტაჟზე, მოვლა-შეკეთებასა და გარანტიის უზრუნველყოფაზე. CLC Elevator ამჟამად საქართველოს ბაზარზე ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა GiantKONE და FUJISJ.
CLC Elevator-ის ხედვა უფრო ფართომასშტაბიანია: კომპანია გეგმავს არა უბრალოდ გააძლიეროს წარმოება საქართველოში და აქციოს ქვეყანა ლიფტების წარმოების პიონერად რეგიონში, არამედ მოიპოვოს ძლიერი პოზიცია გლობალურ ბაზარზე.
[პარტნიორის კონტენტი]