პირველად საქართველოს სამ დიდ ქალაქში — თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში — ერთდროულად გამოჩნდა სარეკლამო ბილბორდები ლიფტებზე. მასშტაბური კამპანია, რომლის მსგავსიც ამ სფეროში აქამდე არ ყოფილა, ლიფტების კომპანია CLC Elevator-მა წამოიწყო. ეს კამპანია უბრალოდ კომპანიის ცნობადობის გაზრდის მცდელობა არაა — ის აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ლიფტების ინდუსტრია საქართველოში იზრდება და იზრდება სწრაფად, CLC-ის კი ამ ბაზარზე უკვე დაკავებული მოწინავე პოზიციის მიუხედავად კვლავ აქვს ამბიცია იყოს ინოვატორი, თავადაც განვითარდეს და სრულიად სფეროშიც სტანდარტები აამაღლოს.
ბანერების განსათავსებლად სარეკლამო კომპანია ალმასთან პარტნიორობით შეირჩა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ლოკაციები. მონაკვეთებზე, სადაც ბანერებია განთავსებული, ყოველდღიურად ინტენსიური მოძრაობაა. ასეთი განთავსება უზრუნველყოფს მაქსიმალურ წვდომას სამიზნე აუდიტორიაზე, მათ შორის სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებზე, რომელთათვისაც ხარისხიანი ლიფტები პროექტის ერთ-ერთი ძირეული ელემენტია.
თბილისში ბანერი აღმაშენებლის ხეივანზე განთავსდა, ხოლო ქუთაისში კი — ქალაქის მთავარ გზაზე, რუსთაველის გამზირზე. ხეივანი ს1 თბილისი-სენაკი-ლესელიძე — საქართველოს ყველაზე გრძელი საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის ნაწილია, ხოლო ქუთაისის რუსთაველის გამზირი კი — ს9, თბილისის შემოსავლელი გზის. ორივე მაგისტრალს საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს და სიდიდით მეორე ევროპული ავტომაგისტრალის, E60-ის შემადგენლობაში შედის. ბათუმში კი ბანერი შავშეთის ქუჩაზე, განთავსდა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ს2 სენაკი-ფოთი-სარფი მაგისტრალს და ასევე ევროპული ავტომაგისტრალის — ამჯერად E70 შემადგენლობაშია. ეს მარშრუტები ქვეყნის მთავარი სატრანსპორტო არტერიებია.
კომპანია CLC Elevator 2018 წელს დაარსდა და უმოკლეს დროში შეძლო ქართულ ბაზარზე წამყვანი პოზიციის დაკავება. 2024 წლის მონაცემებით, კომპანიას 3000-ზე მეტი დასრულებული და 400-ზე მეტი მიმდინარე პროექტი აქვს. თუმცა, წარმატება მხოლოდ პროექტების რაოდენობით არ იზომება — CLC სთავაზობს მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას (კომპანია FUJISJ ექსკლუზიური პარტნიორია) და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, რის გამოც რამდენჯერმე მნიშვნელოვანი ჯილდოც დაიმსახურა: ზედიზედ სამჯერ, 2022-2024 წლებში, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის მიერ „წლის ლიდერად“ დასახელდა, ხოლო 2022 წელს პრესტიჟული „ოქროს ბრენდის“ ჯილდოც მიიღო.
კომპანია აქტიურად თანამშრომლობს როგორც კერძო სექტორის მსხვილ მოთამაშეებთან, ისე სახელმწიფო უწყებებთან. მის პარტნიორებს შორის არის კერძო ბიზნესიც —”საბა ქონსთრაქშენი”, “ანაგი”, “ელთ ბილდინგი” — და საჯარო სექტორიც: უთანამშრომლია თბილისის, ბათუმისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებთან, ასევე განათლებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან. პარტნიორების ეს ჩამონათვალი ნათლად აჩვენებს, რომ კომპანიის რეპუტაცია არაა ცარიელი შეფუთვა, არამედ ფინანსურ სტაბილურობას, გაყიდვების მაღალ ბრუნვასა და, რაც მთავარია, მომხმარებლების ნდობას ეფუძნება.
CLC Elevator-ის ეს ახალი სარეკლამო კამპანია სტრატეგიული ხედვისა და სამომავლო გეგმების ნათელი დემონსტრირებაა. კომპანიას სურს განავითაროს საქართველოში ლიფტების ინდუსტრია, დანერგოს ინოვაციური მიდგომები და გააძლიეროს ქვეყანაში სფეროს პოტენციალი.
[R]











