in

სუფთა ჰაერი საღ აზროვნებაში გვეხმარება — ტომ ჰიდლტონი Formula E-სა და Unicef-ის რეკლამაში

ელექტრომოტოსპორტის ბრენდი Formula E და ჰუმანიტარული ორგანიზაცია Unicef ​​ჰოლივუდის ვარსკვლავ ტომ ჰიდლსტონს დაუკავშირდა, რათა რეკლამაში გადასაღებად მოეწვიათ. ახალი ვიდეორგოლი კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემების წინ წამოწევას ემსახურება.

კამპანია, რომელიც ბავშვებისთვის სუფთა ჰაერის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, UNICEF-ის კვლევას ეფუძნება, რომლის თანახმადაც, წელს ჰაერის დაბინძურების გამო 600 000 ბავშვი დაიღუპება. 2050 წლისთვის კი მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი 900 000-მდე გაიზრდება, თუ ემისიების გამოყოფა უკონტროლოდ გაგრძელდება.

„ჩვენ სამხატვრო გალერეა ჩამოვაყალიბეთ ამ კამპანიისთვის, რათა სუფთა ჰაერისა და აზროვნების ძალა გამოვყოთ. ამან საშუალება მოგვცა, მომხმარებლებისთვის სუფთა ჰაერის ნაკლებობის მკაცრი რეალობა გვეჩვენებინა. გადავწყვიტეთ, ყველაფერი ერთ ჩარჩოში გადაგვეღო, რათა აზროვნების უწყვეტი ხაზი შექმნილიყო“, — აღნიშნავს Wing-ის დირექტორი, ვილ იანგი.

Glovo გეგმავს, რომ პარტნიორები ელ-კომერციის მიმართულებით გააძლიეროს

KFC-ის საშინელებათა ფილმში პიცის ბოროტმოქმედ ქერქებს ნახავთ!