iRobot-მა დამლაგებელი რობოტის ახალი ვერსიები – Roomba s9+ და Braava Jet m6 გამოუშვა. რობოტებს ერთობლივად მუშაობა – იატაკის მტვერსასრუტითა და ტილოთი გაწმენდა შეუძლიათ. კომპანიის თქმით, Roomba s9+ სიმძლავრით 4-ჯერ აღემატება, მის წინამორბედს Roomba i7+. ახალი თაობის მტვერსასრუტი სამუშაოს უფრო ეფექტურად ასრულებს – მისი დიზაინი ისეა მოწყობილი, რომ ოთახის კუთხეებში მოხვედრილ მტვერსაც მარტივად ასუფთავებს და გარდა ამისა, იყენებს 3D სენსორსაც.
მტვერსასრუტის ძირითად სენსორებს ყოველ წამში 234,400 ერთეულისგან შემდგარი მონაცემების დამუშავება შეუძლია. ამის საშუალებით, ის ადგენს რუკას, იმის განსასაზღვრად, თუ საიდან დაიწყებს დალაგებას და სად დაასრულებს. მის მფლობელებს სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით შეუძლიათ დალაგების რეჟიმი შეცვალონ, გარდა ამისა, რობოტი დამლაგებელი რეაგირებს ხმოვან ბრძანებებზე, რომლებიც Alexa-ს, ან Google Assistant-ის მეშვეობით შეგიძლიათ მისცეთ.
რაც შეეხება Braava Jet m6-ს, ის კუდში დაჰყვება მტვერსასრუტს და ტილოთი წმენდს იატაკს. ის დაატარებს ნახევარ ლიტრ წყალს და ერთ ჯერზე, შეუძლია 1000 კვადრატული ფუტი ტერიტორია მოწმინდოს.
iRobot Roomba s9+ და Braava Jet m6 ამერიკაში უკვე იყიდება. Roomba s9+-ის ფასი კომპანიის ვებგვერდზე $1299-ია. ხოლო Braava jet m6-ის ფასი $499-ია. ევროპაში კი დამლაგებელი რობოტები ბაზარზე 12 ივლისიდან გამოჩნდება.